GE EN
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა: „თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან წარმატებული იყო

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა საქართველოში იმართება. ჩვენ გვაქვს ბევრი რამ, რაც საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს შეგვიძლია გავუზიაროთ. პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას აძლიერებს“, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „თბილისის ფინანსური სამიტის“  შეჯამებისას განაცხადა.„საქართველო ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, ეს კი ჩვენს ქვეყანას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.სებ-ის პრეზიდენტის თქმით, სამიტში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გლობალური ფინანსური ტენდენციების განხილვის, არამედ საქართველოში არსებული კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობისა და არსებული ინვესტიციების გაფართოების თვალსაზრისით.„სამიტს ესწრებოდნენ არაერთი საერთაშორისო ინვესტორი და საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლები, რომელთა ინტერესიც მხოლოდ გლობალური გამოწვევების განხილვით არ შემოიფარგლება. მათ ასევე აინტერესებთ კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები - სად შეუძლიათ ინვესტირება და როგორ გააფართოონ უკვე არსებული ინვესტიციები საქართველოში“- განაცხადა ნათია თურნავამ.მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Bank of China-სა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრების მიზანი საქართველოს ფინანსურ სექტორთან საერთაშორისო კავშირების გაღრმავება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარება იყო.ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მეზობელი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები პრაქტიკულად მუშაობს და რეგიონული კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აღნიშნა, სამიტმა საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვის პლატფორმა შეუქმნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1 000-მა მონაწილემ 60-მდე ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, ფინანსური სექტორის ლიდერებმა, საერთაშორისო ინვესტორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებმა.სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსურ ტექნოლოგიებს, ციფრულ ვალუტებს, ხელოვნურ ინტელექტს, გადახდების სისტემების განვითარებასა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებამ ფინანსური მომსახურება უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი გახადოს და ამავდროულად, როგორ უნდა იმართოს მათთან დაკავშირებული რისკები.ნათია თურნავას განცხადებით სამიტი ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

1793193972

150 000-ლარიანი ჯარიმა პროექტიდან ამოიღეს: საერთაშორისო აზარტული ტურნი...

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს საბოლოო კენჭისყრაზე მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.ორდღიანი განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი რამდენიმე მიმართულებით დაკორექტირდა: უცხოელი მონაწილეების კვოტა: საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს (პირველად ვარიანტში 70%-იანი ზღვარი იყო განსაზღვრული). სანქციები: საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის კანონით 50 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა. აღსანიშნავია, რომ განხილვის პროცესში პროექტიდან ამოიღეს პუნქტი, რომელიც არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზებისთვის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.

1793191251

ნაილვალი: არ გამიკვირდება, თუ 5 წელში საქართველო ციფრული ეკონომიკის წა...

მისი შეფასებით, „თბილისის ფინანსური სამიტი", რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებსა და მაღალი დონის რეგულატორებს აერთიანებს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საკუთარი როლის გასაძლიერებლად.„საქართველოს რეგულატორები ძალიან პროგრესულად აზროვნებენ და ციფრული აქტივების მიმართულებას სიღრმისეულად უდგებიან. ეს არ არის მხოლოდ ციფრული აქტივების ფორმალური დაშვება - საუბარია ციფრული ეკონომიკის რეალურ ათვისებასა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებაში მათ ინტეგრაციაზე", - განაცხადა სანდიპ ნაილვალმა.მისი თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, მათ შორის - სათანადო ინფრასტრუქტურა, ნიჭიერი კადრები, მეწარმეობის პოტენციალი და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანში აქცევს.Polygon-ის დამფუძნებლის შეფასებით, ციფრული აქტივების ფინანსური ინფრასტრუქტურის ბირთვში ინტეგრაცია საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რეგიონში ციფრული ფინანსების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდეს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის, სხვა რეგულატორებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროგრესულ ხედვებზე და აღნიშნა, რომ მათთან შეხვედრებმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.„არ გამიკვირდება, თუ ხუთი წლის შემდეგ საქართველო ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდება", - აღნიშნა სანდიპ ნაილვალმა.მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი" მომავალ წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება და საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ჩამოყალიბდება.Polygon არის ბლოკჩეინტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა. მისი მთავარი მიზანია ბლოკჩეინქსელების მასშტაბურობის გაუმჯობესება და ციფრული ტრანზაქციების უფრო სწრაფად და დაბალი დანახარჯით განხორციელების ხელშეწყობა. კომპანია მუშაობს ტექნოლოგიებზე, რომლებიც ხელს უწყობს სტაბილკოინების გამოყენებას, აქტივების ბლოკჩეინზე გადატანასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას გლობალურ მასშტაბზე.(R)

1793190486

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PL...

30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ფესტივალზე PLUS და სუპერ PLUS ბარათებით გადახდისას  მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულას.)შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.„თბილისის წიგნის დღეები“ Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება, სადაც სტუმრებს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა Palitra L, „დიოგენე“, „ბიბლუსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზია და სხვა პარტნიორი კომპანიები.შეთავაზების გასააქტიურებლად ეწვიეთ ბმულს.(R)

1793190189

პატრიკ ტანი: საქართველოს გააზრებული მიდგომა ციფრული აქტივების რეგულირე...

პატრიკ ტანის შეფასებით, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფნის ნაწილია, რაც ქვეყანას კაპიტალის, ადამიანური რესურსებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ფინანსური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს უქმნის.„საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მდგრადი საბანკო სექტორი და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით გააზრებული მიდგომა ქვეყანას საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას აძლევს", - აღნიშნა მან. ChainArgos-ის გენერალურმა მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიდგომას ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესში. მისი შეფასებით, ქვეყანამ შეძლო სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინება და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით თანმიმდევრული და გააზრებული მიდგომის არჩევა.„ხშირად ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ჩქარობენ ციფრული აქტივების, ვირტუალური აქტივებისა და სტეიბლკოინების რეგულირებას, თუმცა ამ პროცესში ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. საქართველოს შემთხვევაში დავინახეთ მტკიცე და გააზრებული ინიციატივა, რომ პროცესი თავიდანვე სწორად წარმართულიყო, ვიდრე მის მასშტაბურ დანერგვას დაიწყებდნენ", – განაცხადა მან.პატრიკ ტანის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა საქართველოს ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური გადახდების განვითარების მიმართულებითაც. მისი თქმით, გლობალურ ქსელში გადახდების სულ უფრო მეტად გაციფრულებისა და ავტონომიურობის ზრდასთან ერთად, საქართველოს შეუძლია ამ პროცესების აქტიური მონაწილე გახდეს.ChainArgos არის სინგაპურში დაფუძნებული კერძო კომპანიაა, რომლის პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიკვლიონ და აკონტროლონ კრიპტოაქტივების მოძრაობა ბლოკჩეინქსელებში, გააანალიზონ ტრანზაქციები და გამოავლინონ საეჭვო ფინანსური ნაკადები.

1793189893

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს...

პროფესიის არჩევა ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კი კითხვები კიდევ უფრო მრავლდება: როგორ იცვლება პროფესიები და რას ნიშნავს დღეს ხარისხიანი განათლება?სწორედ ამ საკითხების შესახებ საქართველოს ბანკი 10 ნოემბერს, 18:00 საათზე მშობლებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს განათლებისა და კარიერის არჩევაში ისე, რომ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა თავად ახალგაზრდებს დარჩეთ. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: როგორ დავეხმაროთ მოზარდს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცის, რა სურს; როგორ გავმიჯნოთ შვილის სურვილები და მშობლის მოლოდინები; როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და პროფესიებს და რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება; როგორ დავეხმაროთ შვილს პროფესიის რეალურ გაცნობასა და სწორი სასწავლო გზის არჩევაში. შეხვედრას მოდერატორობას სოფო მუსერიძე გაუწევს. სპიკერები იქნებიან ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და აგრუპის AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი, რომლებიც დამსწრეებს ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ პერსპექტივას გაუზიარებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.შეხვედრის ბმული მონაწილეებს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე გაეგზავნებათ. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. (R)

1793183153