GE EN
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

ბიზნესის მართვისას საჭიროებები მუდმივად იცვლება. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯების გადადგმა, ზრდასთან ერთად - დამატებითი რესურსების მოძიება, ყოველდღიურ საქმიანობაში კი - დროის დაზოგვა და პროცესების გამარტივება. ახალი შესაძლებლობების გაჩენისას ბიზნესს სწრაფი მოქმედება სჭირდება, განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კი - ცოდნა, შესაბამისი ინსტრუმენტები და მხარდაჭერა.სწორედ ამ საჭიროებებს ეხმიანება კამპანია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მათზე მორგებული შესაძლებლობები აღმოაჩინონ.საქართველოს ბანკის ბიზნეს ეკოსისტემა აერთიანებს ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას, ციფრულ ინსტრუმენტებს, ბიზნესის მართვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და მხარდამჭერ პროგრამებს.„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულების ერთიან მიდგომას გამოხატავს. კამპანიის მიზანია, მეწარმეებს შეახსენოს, რომ თითოეული გამოწვევისა თუ ახალი მიზნისთვის ბანკში შესაბამისი ინსტრუმენტი, რესურსი ან მხარდაჭერის შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, როდესაც ბიზნესს გაყიდვების ზრდა სჭირდება, მას საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი შეუძლია გამოიყენოს; განვითარების ახალი ეტაპისთვის საჭირო რესურსების მოსაძიებლად ხელმისაწვდომია სრულად ციფრული, აგრო ან ბიზნეს დაფინანსება. ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებისთვის ბიზნესს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი, ხოლო გადახდების მართვისთვის - ბიზნეს მენეჯერის შესაბამისი ინსტრუმენტები შეუძლია გამოიყენოს; ბიზნეს 360° კი მეწარმეებს ცოდნისა და უნარების გაღრმავების შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს კი მცირე ნაწილია იმ ერთიანი ეკოსისტემისა, რასაც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ვქმნით”, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

1792421575

Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია

ჯილდოები საქართველოს ბანკმა როგორც სამომხმარებლო, ისე კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით მიიღო.გლობალური ჯილდოების გარდა, იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო AI ბანკად დასახელდა როგორც ბიზნესისთვის, ისე სამომხმარებლომიმართულებით.ამასთან, საქართველოს ბანკმა გაიმარჯვა შემდეგ გლობალურ ქვე-კატეგორიებში: საუკეთესო ფინტექ AI სამომხმარებლო მიმართულებით (Best Fintech AI – Consumer), საუკეთესო აპლიკაცია ფინანსური ინკლუზიურობისთვის სამომხმარებლო მიმართულებით (Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities – Consumer) საუკეთესო AI ბანკი გადახდებში კორპორატიული მიმართულებით (Best in Payments – Corporate/Institutional). „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ჩვენთვის მთავარი მისი პრაქტიკული ღირებულებაა - როგორ გვეხმარება ის მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგებაში, მომსახურების პერსონალიზებასა და უფრო ეფექტიანი პროცესების შექმნაში. Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის აღიარება მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ AI-ის პასუხისმგებლიანი გამოყენება, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის მომსახურების გასაუმჯობესებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა დამსახურებაცაა აღნიშნული ჯილდო”, - განაცხადა მიხეილ ნადარეიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელმა.Global Finance-ის AI in Finance Awards ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამორჩეულ მაგალითებსა და ინოვაციურ მიდგომებს გამოარჩევს. ჯილდოების ფარგლებში ფასდება, თუ როგორ იყენებენ ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, პროდუქტებისა და სერვისების განსავითარებლად და საბანკო პროცესების ეფექტიანობის ასამაღლებლად.Global Finance 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. გამოცემა რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.

1792418966

საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველ...

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ სასურველი კურსი პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და განივითარონ როგორც ტექნოლოგიური, ისე შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები სრული დაფინანსებით.რისი სწავლა შეუძლიათ მოსწავლეებს?პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულების კურსებიდან შეუძლიათ არჩევანის გაკეთება. მათ შორისაა: პროგრამირება: პროგრამირების საფუძვლები, ვებპროგრამირება ნულიდან, Front-end Development, Back-end Development და React Native; დიზაინი: გრაფიკული დიზაინი და UI/UX დიზაინი; ხელოვნური ინტელექტი: AI აგენტები და ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი და AI-ის გამოყენებით კონტენტის შექმნა; ტექნოლოგიები და მენეჯმენტი: IT პროექტების მართვა; მეწარმეობა და კომუნიკაცია: AI და მეწარმეობა და კრეატიული კომუნიკაცია. რომელ აკადემიებში შეძლებენ მოსწავლეები საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღებას?საქართველოს ბანკის სტიპენდიის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის: IT აკადემია STEP; სქილვილი (Skillville); Edutech Academy; Re:educate;  ელექტრონული აკადემია;  დიზაინ ინსტიტუტი როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს სტიპენდიის მიღება?სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.პროექტი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სკოლის პარალელურად მიიღონ დამატებითი ცოდნა, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი პროფესიული არჩევანისთვის საჭირო გამოცდილება დააგროვონ.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge(R)

1792411425

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. ლიბერ...

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ საქართველოში 2014 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას 13-17 წლის ახალგაზრდებში, საქართველოს მასშტაბით. 12 წლის განმავლობაში, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 999 გუნდის 4000-მდე მოსწავლემ, ფინალში გადასული გუნდების მიერ კი 160 პროტოტიპი შეიქმნა.კონკურსის პირობების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან გუნდი და წარადგინონ პროექტი შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, რობოტექნიკა.უკვე მეხუთე წელია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს მესამე ადგილზე გასული გუნდი სასწავლო ვიზიტით მიემგზავრება შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში. „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული ახალგაზრდა ინოვატორებისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, არამედ იმის გაცნობიერებას, რომ მათი იდეები შესაძლოა კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო დონეზე.მეორე ადგილზე გასული გუნდები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო STEM პროექტებში და იღებენ პროფესიულ გამოცდილებას. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი, ტრადიციულად, მონაწილეობას იღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში (Space Center University), აშშ-ში.„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ყოველწლიურად უამრავი მოსწავლის დაინტერესებას იწვევს. წელს კონკურსში 123 გუნდის განაცხადი შევიდა და მარათონში 437 მონაწილე ჩაერთო.  სექტემბერში კი დამოუკიდებელმა ჟიურომ 10 ფინალისტი გუნდი გამოავლინა, ესენია: AeroGuard - საჰაერო მცველები Catalysts - კატალისტები  DigitalRoots - ციფრული ფესვები HPR (Homegrown  propulsion rocket)  - ეკო რაკეტა Hydra - ჰიდრა Kinara  ა- კინარა MENMO (Mental Motion) - მენმო MineGuard - მაღაროს მცველი Phonon - ფონონი SynaptiX -  სინაპტიქსი კონკურსის ფინალისტ გუნდებსა და მათ პროექტებს საზოგადოება დეტალურად მომდევნო კვირიდან გაეცნობა, შეეძლებათ თვალი ადევნონ და უგულშემატკივრონ თავიანთ რჩეულ გუნდს ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭირდო თანამშრომლობით. კონურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი.

1792402714

S&P Global Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუ...

სააგენტოს შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის ზრდა რამდენიმე სტრატეგიული ფაქტორმა განაპირობა.სარეიტინგო სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კომპანიის მოდერნიზაციასა და გაზრდილ გამტარუნარიანობაზე და აღნიშნავს, რომ მთავარი მაგისტრალის მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა განახლებამ კომპანიის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა გაზარდა და ტრანზიტის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა.ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში სს „საქართველოს რკინიგზის” ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, შედეგად, შემოსავლების ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ფონზე, 2026 წლის პირველ ნახევარში ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, ხოლო 2026 წლის მოსალოდნელი საოპერაციო მოგების (EBITDA) მარჟამ კი 40%-ს მიაღწია.S&P Global Ratings-ი ასევე გამოყოფს კომპანიის ჯანსაღ ფინანსურ სტრუქტურას და აღნიშნავს, რომ სს “საქართველოს რკინიგზაში” მიმდინარე განახლებები უზრუნველყოფს ვალის ტვირთის შემცირებას. კერძოდ, ოპერაციებიდან მიღებული სახსრების (FFO) ვალთან შეფარდება 2026-2027 წლებში 16-17%-მდე გაიზრდება (2025 წლის 10%-თან შედარებით).

1792402506

ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორმა დანაკარგი აინ...

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 125.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.62% წინა კვირასთან შედარებით და -8.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 311 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 122.10 - 128.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 50.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.83% წინა კვირასთან შედარებით და -0.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 312 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.64 - 51.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 42.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.41% წინა კვირასთან შედარებით და - 7.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 180 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.00 - 45.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.

1792400632