თბილისი (GBC) – ფინანსური ანგარიშის მიხედვით, შპს ,,აგარის შაქრის კომპანია’’ 2021 წელს, პანდემიურ 2020–თან შედარებით, შემოსავალს 56.2%-ით 140 მლნ ლარამდე ზრდის.

ამ პერიოდში კომპანიას 63%-ით 132.4 მლნ ლარამდე ეზრდება რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (რ.ს.თ). შესაბამისად, კომპანიის საერთო მოგებამ 2021 წელს 7.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის მოგებაზე.

ან პერიოდში კომპანიას 1.9%-ით 37.4მლნ ლარამდე შეუმცირდა აქტივები, ხოლო 14.3%-ით 5.2 მლნ ლარამდე გაეზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

შესაბამისად კომპანიის 2021 წლის წმინდა მოგებამ 1.4მლნ ლარი შეადგინა,რაც 18.1%-ით ნაკლებია წინა წლის წმინდა მოგებაზე.

აგარის შაქრის კომპანიამ ოქტომბრის უმსხვილეს ათ იმპორტიორში ადგილი დაკარგა, შესაბამისად 2022 წლის ოქტომბრის იმპორტიორები ასე გამოიყურებიან:

სს გეფა; შპს Caucasian Metals Terminal;შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი; შპს ალტა;შპს ზუმერი ჯორჯია; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს ლუკოილ-ჯორჯია; შპს რომპეტროლ საქართველო ; შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; შპს ტოიოტა კავკასია.

2021 წლის ოქტომბრის 10 უმსხვილესი იმპორტიორი კი ასეთი იყო:

სს გეფა; შპს Caucasian Metals Terminal; შპს აგარის შაქრის კომპანია; შპს ალტა; შპს კავკასიის ავტოიმპორტი; შპს პსპ ფარმა; შპს რომპეტროლ საქართველო; შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; შპს;სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი; შპს ჯორჯიან მანგანეზი.

აგარის შაქრის კომპანია დაფუძვნებულია 2010 წელს. მისი მფლობელთა სტრუქტურა კი ასე გამოიყურება:

საზოგადოება ანატოლია თრეიდ კომპანი 51%;

საზოგადოება ნირეზოუნსაქართველო 16.3%;

უნივერსალ კაპიტალ გრუპი 24.5%;

ანატოლია ჰოლდინგ კომპანი ლიმიტედ,/არაბთა გაერთიანებული საამიროები 8.2%.

აგარის შაქრის კომ.

2021

2020

%

შემოსავალი

140

89.6

56.2

რ.ს.თ

(132.4)

(81.1)

63.2

საერთო მოგება

7.6

8.5

-11

აქტივები

37.4

38.1

-1.9

ადმინისტ. ხარჯები

(5.2)

(4.5)

14.3

წმინდა მოგება

1.4

1.7

18.1

 

 

 

 

 

თანხა მლნ ₾