თბილისი (GBC) – ქირის ფასი რეკორდულ ზრდას აგრძელებს. სექტემბერთან შედარებით ფასი დამატებით 25%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც წინა თვეებში ფასი სტაბილიზაციას აჩვენებდა. 

მიზეზი ამ შემთხვევაშიც რუსი მიგრანტები არიან, რომელთა მეორე ტალღა ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს - ოქტომბერში შემოვიდა. შედეგად, ბოლო ერთ წელში ქირის ფასის ზრდამ დედაქალაქში 120% შეადგინა. ამჯერად კვადრატულის იჯარის ფასი საშუალოდ 11.2 დოლარს შეადგენს. TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, მიგრანტების ზეწოლა ამ ეტაპზე ძირითადად ქირის ფასზე ისახება, თუმცა მისი გადაცემა ეტაპობრივად ხდება გასაყიდ ფასზეც. საცხოვრებელ უძრავი ქონების ბაზარზე ჯამში მიგრანტების წილი 4%-ს შეადგენს რაც წინა წელთან შედარებით 2.1%-ული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს წილი უახლოეს პერიოდში გაიზრდება.

თბილისის ზოგიერთ უბანში ქირის ფასის ზრდამ 140%-ს გადააჭარბა. მაგალითად - 146%-ით არის წლიურად ფასები გაზრდილი ისანში, 158%-ით დიდ დიღომში, 143%-ით სამგორში.