თბილისი (GBC) - შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აეროპორტის აღჭურვილობის შესაძენად 2.7 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

ტენდერი მოიცავს შემდეგი ტექნიკის შეძენას: თვითმფრინავში მგზავრთა ჩასასხდომი ტრაპი - 4 ცალი; ლენტური დამტვირთველი – 4 ცალი; საჰაერო ხომალდის გამწე დანადგარი - 1 ცალი; საჰაერო ხომალდის ელექტოენერგიის მიმწოდებელი დანადგარი - 2 ცალი; ბარგის მზიდი ტრაქტორი - 3  ცალი; ასენიზაციის მანქანა– 1  ცალი; საჰაერო გამშვები აგრეგატი - 1 ცალი.

შესასყიდი ტექნიკის დეტალური სპეციფიკაციები იხილეთ ბმულზე.

ტენდერში წინადადებების მიღება 25 ოქტომბერს სრულდება.

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად არაუგვიანეს 26 (ოცდაექვსი) კვირისა.