კალასი: ვენესუელის ხალხის უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი, პატივის...
„ვენესუელის ხალხის ნების
პატივისცემა რჩება
ერთადერთ გზად
ვენესუელისთვის, რომ
აღადგინოს დემოკრატია და
მოაგვაროს მიმდინარე
კრიზისი“, – აღნიშნულია
განცხადებაში.4 იანვარს,
საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროც
გამოეხმაურა ვენესუელაში
განვითარებულ მოვლენებს
და X-ზე წერს, რომ საქართველო
ყურადღებით ადევნებს
თვალს, რაც ვენესუელაში
ხდება, იმ იმედით, რომ
„შემდგომი პროცესები
ვენესუელის ხალხის
საუკეთესო ინტერესების
შესაბამისად
განვითარდება“.„იმის
გათვალისწინებით, რომ
ვენესუელის ხელისუფლებამ
საქართველოს ოკუპირებული
რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ.
სამხრეთ ოსეთი,
დამოუკიდებელ
სახელმწიფოებად აღიარა,
რაც საერთაშორისო
სამართლის უხეშ დარღვევაა,
გამოვთქვამთ იმედს, რომ
ბოლო დროს განვითარებული
მოვლენები ამ უკანონო
გადაწყვეტილების
გაუქმებას გამოიწვევს,
საქართველოს ეროვნული
ინტერესებისა და
საერთაშორისო
სამართლებრივი
პრინციპების
შესაბამისად“, - ვკითხულობთ
საგარეო უწყების
განცხადებაში. We are closely following
developments in Venezuela with the hope that future processes will
unfold in line with the best interests of the Venezuelan people. Given
that the Venezuelan authorities recognized Georgia’s occupied
regions, Abkhazia and the so-called South Ossetia, as… — MFA of
Georgia (@MFAgovge) January 4, 2026 ამასთან,
აშშ-ის ყოფილმა
ვიცე-პრეზიდენტმა და
პრეზიდენტობის კანდიდატმა
„დემოკრატიული პარტიიდან“
კამალა ჰარისმა სოციალურ
ქსელში დაწერა, რომ "დონალდ
ტრამპის ქმედებები
ვენესუელაში ამერიკას
უფრო უსაფრთხოს, ძლიერს ან
ხელმისაწვდომს არ
ხდის". „ის, რომ მადურო
სასტიკი, არალეგიტიმური
დიქტატორია, არ ცვლის იმ
ფაქტს, რომ ეს ქმედება იყო
როგორც უკანონო, ასევე
არაგონივრული. ჩვენ ეს
ფილმი ადრეც გვინახავს.
ომები რეჟიმის
შეცვლისთვის ან
ნავთობისთვის, რომლებიც
საღდება, როგორც ძალა,
მაგრამ ქაოსში იზრდება და
ფასს ამერიკული ოჯახები
იხდიან“, - აღნიშნა
ჰარისმა.მისი განცხადებით,
ამერიკელ ხალხს ეს არ სურს
და დაიღალა ტყუილით.„საქმე
არ ეხება ნარკოტიკებს ან
დემოკრატიას. საქმე ეხება
ნავთობს და დონალდ ტრამპის
სურვილს, ითამაშოს ძლიერი
რეგიონული ლიდერის როლი.
მას რომ რომელიმე მათგანი
ადარდებდეს, არ
შეიწყალებდა მსჯავრდებულ
ნარკოდილერს და არ
გარიყავდა ვენესუელას
ლეგიტიმურ ოპოზიციას,
მადუროს მეგობრებთან
გარიგებების მიღწევისას“, -
განაცხადა
ჰარისმა.ჰარისის თქმით,
დონალდ ტრამპი საფრთხეში
აგდებს ქვეყნის ჯარებს და
რეგიონის დესტაბილიზაციას
ახდენს.„პრეზიდენტი
საფრთხეში აყენებს ჯარებს,
ხარჯავს მილიარდებს,
ახდენს რეგიონის
დესტაბილიზაციას და არ
სთავაზობს არანაირ
იურიდიულ
უფლებამოსილებას, არ
სთავაზობს გასვლის გეგმას
და არანაირ სარგებელს
ქვეყნის შიგნით“, - აღნიშნა
ყოფილმა
ვიცე-პრეზიდენტმა.მისი
განცხადებით, ამერიკას
სჭირდება ლიდერობა, რომლის
პრიორიტეტებია
ოჯახებისთვის ხარჯების
შემცირება, კანონის
უზენაესობის აღსრულება,
ალიანსების გაძლიერება და -
რაც მთავარია - ამერიკელი
ხალხის პირველ ადგილზე
დაყენება. Donald Trump’s actions in Venezuela do not
make America safer, stronger, or more affordable.That Maduro is a
brutal, illegitimate dictator does not change the fact that this
action was both unlawful and unwise. We’ve seen this movie before.
Wars for regime change or oil that… — Kamala Harris
(@KamalaHarris) January 4, 2026 შაბათს, 3
იანვარს ვენესუელის
პრეზიდენტი ნიკოლას
მადურო, მეუღლესთან, სილია
ფლორესთან ერთად, აშშ-ს
სამხედრო ოპერაციის
შედეგად კარაკასში
დააკავეს. ისინი ამჟამად
ნიუ-იორკში, წინასწარ
პატიმრობაში
იმყოფებიან.დონალდ
ტრამპმა 3 იანვარს გამართულ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა, რომ ვენესუელას
აშშ უხელმძღვანელებს
მანამ, სანამ ძალაუფლების
"უსაფრთხო, რიგიანი და
კეთილგონიერი" გადაცემა
გახდება შესაძლებელი.
1767595999