თბილისი (GBC) - წუხელ, გვიან ღამით, უშგულში კაფე-ბარი „ენგური“ მთლიანად დაიწვა და მფლობელმა ვერაფერი გადაარჩინა.

"ეს დარჩა ენგური ბარიდან...

ძალიან მიჭირს ახლა ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვებისთვის თავის მოყრა.

მთელმა სვანეთმა იცის ირაკლის კარგი კაცობის და მისი სტუმარმასპინძლობის ამბავი. როგორ უყვარს უშგული და როგორი პატრიოტული სულისკვეთებით იბრძვის რომ ამ პატარა სოფლის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანი დაუდგება გვერდში ამ ადამიანს რომ ეს დაფერფლილი ადგილი, ისევ ყველასთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად აქციოს.

ანგარიში: #GE04BG0000000534017748GEL
ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღები: ჩუბინიძე ქეთევანი", - წერს სალომე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.