თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.4%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა. სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 9.8%-ით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 2.5%-ით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 9.2%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2025 წლის თებერვალში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ძირითადი ქვეჯგუფების შესაბამისი წვლილები: