თბილისი (GBC) – ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს  გადასცემს, ხოლო ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ სამშაბათს, 23 აპრილს გაავრცელა.