თბილისი (GBC) - ბანკები ფიზიკური პირების  დაკრედიტების ზრდას ინარჩუნებენ. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 1 ნოებრისთვის (2022) წლიური ზრდა 10.8%-ია. ამის საპირისპიროდ კი ბიზნედაკრედიტების კლება 3.8%-ს შეადგენს.

სებ-ის სტატისტიკით, 01.11.2022-ისთვის საცალო პორტფელის მოცულობა 23.6 მლრდ ლარს შეადგენს (01.11.20221 - ₾ 21.3 მლრდ). ბიზნესსესხები 19.3 მლრდ ლარია (01.11.2021 - 20.03 მლრდ).

აქედან რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული აქვთ 7.27 მლრდ ლარის (+1.41% m.m), ხოლო უცხოური ვალუტით 12.07 მლრდ ლარის (- 1.56%m.m) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, -0.44%m.m).

ბანკები >100 მლნ-ის სასესხო შემოსავლებით (000 ₾)

 

10m/2022

 10m/2021

საქართველოს ბანკი

1,475,218

 1 222 521

თიბისი ბანკი

1,417,920

 1 215 015

ლიბერთი ბანკი

317,779

 265 943

კრედო

251,991

 200 809

ბაზისბანკი

165,173

  86 768