თბილისი (GBC) - სებ-ი Bmatch-ზე ვალუტით უკვე 5 მისოსთან, 14 ბანკთან და 6 კომპანიასთან ვაჭრობს. ასევე 2 ფონდიa საპენსიო და Eaton Vance.
ბლუმბერგის აღნიშნულ პლატფორმაზე მოვაჭრე კომპანიები (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი) ძირათადად ნავთობპროდუქტების და საკომუნიკაციო ბაზარს წარმოადგენენ. ახლა დაემატა სამშენებლო მასალები საიმპორტო ბიზნესი. ასევე გაჩნდნენ კრიპტომოვაჭრები.
Bmatch-ზე სებ-ის საზაფხულო შესყიდვები გასული წლის ანალოგიური პერიოდისას ჩამორჩება თუმცა ივლისთან შედარებით ზრდაა.
ივნისში სებმა $42 მილიონი მიაწოდა ბაზარს*, ივლისში წმინდა შესყიდვები $1.9 მილიონს, აგვისტოში კი $41 მილიონს შეადგენდა.
სალდო დადებითია. წლის დასაწყისიდან Bmatch პლატფორმაზე და აუქციონებზე უფრო მეტია შესყიდული, ვიდრე გაყიდული.
ბლუმბერგის ეს მოედანი 03/2020-დან გაეშვა. 01/2021-დან ბანკებს და მისოებს ნელ-ნელა მსხვილი ნავთობიმპორტიორი და მობილური ოპერატორი შეუერთდა.
$/₾ (ჯერ მოედანს სხვა წყვილები არ აქვს) კონვერტაციის შეთავაზება კომერციული ბანკის გავლითაც შესაძლებელია.
BMatch-ის ხიბლი, ერთდროულად ბევრ მხარესთან , მათ შორის ყველა ბანკთან, სასურველი კურსით გარიგების შესაძლებლობაა.
პლატფორმამ ყიდვა/გაყიდვის კურსებს შორის სხვაობის - სპრედების - მნიშვნელოვნად შევიწროების შესაძლებლობა შექმნა. გარიგებები კარგად ასახავს იმ დროს ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას. ეროვნული ბანკიც ოფიციალურ კურსს BMatch-ზე გარიგებებით ადგენს.
Bloomberg-ი დაჯილდოებულია საქართველოში BMatch-ის დანერგვისთვის (Central Banking-ის საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურული მომსახურების ნომინაციაში გაიმარჯვა).
Bmatch-ზე საასპარეზოდ კომპანია ბლუმბერგის სისტემაში რეგისტრირდება (თვის საფასური $1 970 ) . ის გამჭვირვალობის და ბრუნვის, სისტემის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
სების წმინდა (შესყიდვები) გაყიდვები Bmatch-ზე (2024-2023) **
2024 |
2023 |
|
აგვისტო |
(41.0) მლნ |
(110) მლნ |
ივლისი |
(1.9) მლნ |
(278.5) მლნ |
ივნისი |
42.0 მლნ |
(137.6) მლნ |
მაისი |
9.1 მლნ |
(154.7) მლნ |
აპრილი |
(73.1) მლნ |
(322.4) მლნ |
მარტი |
(127.9) მლნ |
(219.6) მლნ |
თებერვალი |
(77.5) მლნ |
(85.7) მლნ |
იანვარი |
(8.1) მლნ |
(155.2) მლნ |
დეკემბერი |
|
(2.0) მლნ |
ნოემბერი |
|
14.7 მლნ |
ოქტომბერი |
|
13.4 მლნ |
სექტემბერი |
|
(8.4) მლნ |
|
|
|
წყარო: BRG |
|
|
** როდის ერევა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი?
სებ-ი ბანკთაშორის ვაჭრობაში კურსი ($/₾) რყევისას ერევა, გაუფასურების ან გამყარების მიმართულებით. შესაბამისად, აშშ დოლარს ყიდის, ან ყიდულობს. მოედანზეა, რომ ჩაერიოს ვაჭრობაში, ისე, რომ ბაზარს კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე ააცილოს.(როცა აწონასწორებს,ჭარბ მერყეობას ამცირებს).
სიჭარბეა მაშინ, როცა ბაზარზე მის მოცულობასთან შედარებით მსხვილი გარიგება იდება ან ლიკვიდობის დროებითი ნაკლებობაა.
ამასთან გასათვალისწინებელია ასიმეტრიულობაც, სავალუტო ინტერვენციების გავლენის. ინტერვენციის ეფექტი უფრო მეტია, როცა ლარი მყარია. .