თბილისი (GBC) – გალთ & თაგარტის 13–17 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობა 4.61%-დან 4.45%-მდე შემცირდა, ხოლო 10-წლიანი გერმანული სახაზინოს (ევროპული ბენჩმარკი) შემოსავლიანობა 2.72%-დან 2.59%-მდე დაეცა.

შემოსავლიანობის მაჩვენებლების შემცირება აშშ-ში მოლოდინზე უფრო დაბალი ინფლაციის გამოქვეყნებამ განაპირობა. მთლიანი ინფლაცია 3.7%-დან 3.2%-მდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.1%-დან 4.0%-მდე შემცირდა.

ბაზრის მოლოდინის თანახმად, დეკემბერში ფედის მიერ განაკვეთების უცვლელად დატოვების ალბათობა 100%-ია.