თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-მა (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) ინვესტორებისთვის დივიდენდის ანაზღაურების გავლითი კურსი განსაზღვრა. 

კერძოდ, ჯგუფი დივიდენდს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით საშუალო გაცვლითი კურსით აანაზღაურებს ლარსა და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს შორის, რომელმაც 3.7322 შეადგინა.

სწორედ ეს კურსი იქნება გამოყენებული დივიდენდების გადასახდელად 2025 წლის 18 ივლისს იმ აქციონერებისთვის, რომლებიც რეესტრში 4 ივლისის მდგომარეობით იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ LFG-ს წლიური საერთო კრება (AGM) 16 ივნისს ჩატარდა, სადაც აქციონერებმა საბოლოო დივიდენდის გადახდა – ერთი ჩვეულებრივი აქციაზე ₾5.62 დაამტკიცეს.