თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-მ (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) შუალედური დივიდენდის განაწილების მიზნით, გეგმის შესაბამისად, ₾/£ კონვერტაციის კურსი განსაზღვრა, რომელიც ფუნტ სტერლინგში გადაიხდება.
ჯგუფმა დივიდენდის განაწილების გადაწყვეტილება 20 ნოემბერს მიიღო. კერძოდ, 3Q25-ის დივიდენდი თითო აქციაზე ₾2.65-ის ოდენობით, 19 დეკემბრისთვის არსებულ აქციონერებზე 9 იანვარს განაწილდება.
აღნიშნული თანხა აქციონერებზე 15-19 დეკემბრის სების მიერ დადგენილი ₾/£ საშუალო კურსით გადაიხდება, რომელმაც 3.6074 შეადგინა.