თბილისი (GBC) – გალთ & თაგარტის 15–19 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, შემცირებულია. წინა თვესთან შედარებით პლუსში მხოლოდ საქართველოს ბანკის აქციები რჩება.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 48.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.32% წინა კვირასთან შედარებით და +1.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 239 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.50 - 50.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.33% წინა კვირასთან შედარებით და -4.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 257 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.00 - 31.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.23% წინა კვირასთან შედარებით და -1.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 207 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.66 - 13.28 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.