თბილისი (GBC) - მ/ო "ქართულ კრედიტს" ხარჯები გაეზარდა, შემოსავლები შეუმცირდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კვარტალური ანგარიშის თანახმად, საპროცენტო შემოსავლები 1.11 მლნ ლარია.
"ქართული კრედიტი", რომელიც ბაზარზე ოპერირებად 34 მისოს შორის, იმ რამდენიმე გამონაკლისშია (კრისტალი, MBC, ლაზიკა...) რომლებიც რეალურ ბიზნესს აკრედიტებენ, ლომბარდიდან შემოსავლების თითქმის გაორმაგებული აქვს.
თუმცა სალომბარდე სესხებიდან ამონაგები, მთლიანი საპროცენტო შემოსავლების 0.5%-ს არ აღემატება. ნახევარზე მეტი, 58% - 643 090 ლარი, აგრარული სექტორის დაკრედიტებიდან მიღებული შემოსავლებია (Q1/2023 - ₾ 632 040).
ამასთან მისოს აქტივში, გაზრდილია დასაკუთრებული ქონების ღირებულება. Q1/2024-ის მდგომარეობით, მსესხებლის გაუსტუმრებელი ვალის სანაცვლოდ 2.1 მლნ ლარის უძრავ-მოძრავი ქონებაა დარჩენილი (Q1/2023 - ₾2,478,810). ბევრად აღემატება მსხვილი მისოების მაჩვენებელს.
მისო "ქართული კრედიტი" |
Q1/2024 ₾ |
Q1/2023 ₾ |
აქტივები | 19,561,477 | 19,193,976 |
სესხები | 18,192,353 | 19,669,655 |
შემოსავლები (სა%) | 1,114,220 | 1,184,587 |
მ.შ ლომბარდიდან | 5,377 | 2,356 |
ხარჯები (არა%) | 1,031,731 | 931,674 |
მ.შ. პერსონალის | 662,074 | 548,989 |
წმ. მოგება(ზარალი) | (-241,204) | (-238,058) |
წყარო: მ/ო
ბიზნესპარტნიორი