თბილისი (GBC) - სებ-ის სტატისტიკით, ქვეყნის სავალუტო სარეზერვო აქტივები $4.6 მილიარდს ჩამოსცდა. შარშან, პირველი ივნისისთვის (01/2023) 5 მილიარდს აღემატებოდა.
უცხოური ვალუტის რეზერვებთან მიმართებით, ოქრო, რომელიც სებ-მა ამ წლის მარტში დაამატა, 15%-მდეა გაზრდილი. მთლიან სარეზერვო აქტივებში ($4.6 მლრდ) კი წილი 11.7%-ს შეადგენს.
სებ-მა $0.5 მილიარდის 7 ტ 999.9 სინჯის მონეტარული ოქრო საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონში შეიძინა.
მაისში სებ-ს მიმოქცევიდან 300 მლნ ლარის ამოღება მოუწია, სავალუტო ინტერვენხციებით. 28 მაისის აუქციონზე სებ-ის გამოტანილი $60 მილიონიდან ბაზარმა 48 700 000 აშშ დოლარი შეიძინა, $1/₾2.8-მდე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსით. იგივე მოცულობით ($ 60 მლნ), 16 მაისს გამოტანილი ვალუტა, ბანკებმა სრულად შეიძინეს (საშ. კურსი: $1/₾2.758).
ლარმა ერთ კვირაში ღირებულების 1%-მდე დაკარგა (–0.99%) და ახალ კვირას $1/₾2.8247 კურსით დაიწყებს.
მაისში Bmatch-ზე სებ-ის აქტივობები შემცირებულია. აპრილში კი სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად, საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 68.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. BMatch-ზე წმინდა შესყიდვებმა კი $73.1 მილიონი.
აპრილში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები $35 მილიონზე მეტით გაზარდა გაიზარდა, მაისში კი $200 მილიონზე მეტით შემცირდა.
|
$ 000 |
$ 000 |
$ 000 |
|
$ 000 |
სულ |
მ.შ. რეზერვები |
მ.შ.SDR |
|
მ.შ.ოქრო - |
|
07 |
2023 5 066 746,8 |
4 604 067,1 |
463 309,4 |
|
- |
08 |
2023 5 436 089,7 |
4 967 322,4 |
469 384,2 |
|
- |
09 |
2023 5 436 841,4 |
4 980 552,0 |
453 828,8 |
|
- |
10 |
2023 5 273 222,5 | 4 821 753,5 | 449 827 | ||
11 | 2023 5 118 801,5 |
4 665 802,6 |
451 120,1 |
|
- |
12 |
2023 5 121 730,5 |
4 658 279,7 |
460 204,6 |
|
- |
01 |
2024 5 009 602,4 |
4 553 724,9 |
451 697,4 |
|
- |
02 |
2024 4 853 202,4 |
4 386 587,7 |
462 601,5 |
|
- |
03 |
2024 4 746 320,9 |
4 295 521,4 |
450 349,1 |
|
- |
04 |
2024 4 776 893,9 |
3 994 734,3 |
450 719,7 |
|
332 152,5 |
05 |
2024 4 814 276,1 |
3 839 217,7 |
450 135,8 |
|
529 405,7 |
06 |
2024 4 599 953,5 |
3 601 234,4 |
459 808,4 |
|
538 871,7 |