თბილისი (GBC) - მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ოქროს შეფასების გაზრდაზე აცხადებენ. 

მ/ო "რიკო ექსპრესის" ინფორმაციით, 958 სინჯის 1გ ოქრო 180 ლარად ფასდება. ღირებულება ერთ კვირაში, 6 ლარით, 3.4%-ით გაზრდილია.

ოქროს ლომბარდის გირაოს ღირებულება ასევე გაზარდა მისო "კრისტალმა". 958 სინჯის, 1გ ოქროს, მსესხებელს 176 ლარად უფასებს. "ოქროს სესხს ოქროს პირობებით" თვიურ 1.5%-დან გასცემს. წლიური ეფექტური განაკვეთი 19.57%-დან განისაზღვრება.

რიკოში აცხადებენ, რომ ოქროთი  უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ს არ აღემატება. ამასთან დამატებითი ფარული ხარჯებიც არ არის 

 ოქროს სინჯი  

  კრისტალის ფასი

 რიკოს ფასი  

375

56

50

500

91

94

585

108

110

750

137

141

900

165

169

958

176

180

წყარო: მ/ო

არი

არი

"რიკო" და "კრისტალი" მიკროსაფინანსო სექტორში ყველაზე მსხვილი მ/ორგანიზაციებია. 602 მლნ  ლარის და 510 მლნ ლარის აქტივებით.

"რიკოს" პორტფელი მთლიანად ლომბარდია, 87.6 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლებით. "კრისტალს" კი ლომბარდიდან ₾1 მლნ-მდე შემოსავალი აქვს (Q1/2024-ისთვის).

Q1/2024-ის მდგომარეობით, 465.4 მლნ ლარის პორტფელი აქვს "რიკოს". "კრისტალი" კი 453.3 მლნ ლარის საკრედიტო დაბანდებით არის წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს ბიზნეს სესხებსაც.

სწორედ ბიზნესის დაფინანსებაა მიკრობანკის ლიცენზიის მისაღები მთავარი პირობა, რომელსაც "კრისტალი" ასრულებს და განაცხადზე, სებ-ის გადაწყვეტილებას ელოდება. "რიკო" ვერ ასრულებს, თუმცა, არც მიკრობანკობა უნდა, როგორც მისმა დამფუძნებელმა განაცხადა.

მისოები & ბიზნესპარტნიორი