თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 30 დეკემბერი – 3 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ღირებულება გაიზარდა. პროცენტულ გამოსახულებაში ყველაზე მეტად საქართველოს კაპიტალის აქციებმა მოიმატა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.09% წინა კვირასთან შედარებით და -0.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 95 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.35 - 47.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.80% წინა კვირასთან შედარებით და +1.97% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 62 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.35 - 31.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.42 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.97% წინა კვირასთან შედარებით და +6.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 211 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.56 - 12.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა.