თბილისი (GBC) - "მოხარული ვარ, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საპენსიო სისტემის მიმართ მაღალი ნდობის მოპოვებაში. სწორედ ნდობაზეა დაფუძნებული საპენსიო სისტემის წარმატება ნებისმიერ ქვეყანაში და მით უფრო საქართველოში", - განაცხადა ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს 5-წლიანი საინვესტიციო საქმიანობის საანგარიშო პრეზენტაციაზე. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ფონდის წარმატებაზე მიანიშნებს მაღალი მაჩვენებლები და მოსახლეობის ნდობა. ამის გარდა სააგენტოს რესურსს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.

ღონისძიებაზე პანელური დისკუსიებიც გაიმართა, რომელშიც  სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ მიიღო მონაწილეობა.

2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით  აქტივები 4.8 მილიარდ ლარია, მშპ-ის 5.8%.

თურნავას თქმით, საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია. დანაზოგები უმეტესად ლარში დენომინირებულ ინსტრუმენტებში თავსდება და სებ-ი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ინსტრუმენტების გაფართოებაზე მუშაობს.

ასევე უნდა გაფართოვდეს სებ-ის მანდატი და სააგენტო სრულად მოექცევა მის ზედამხედველობაში, რაც თურნავას შეფასებით ნდობას უფრო ამაღლებს.

სებ-ის გაძლიერებაზე ეკონომიკის მინისტრმაც აღნიშნა. ასევე სამომავლოდმ საპენსიო ამონაგების ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმართვაზე. თუმცა ამასთან ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ პირდაპირ კაპიტალში მონაწილეობა კი არ განიხილება. მოიაზრება საფინანსო ინსტრუმენტების ამოქმედება, მათ შორის ობლიგაციების.

ღონისძიების დასასრულს, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივიე რუსომ განაცხადა, რომ სებ-ის მეტი ჩართულობით პროცესი უფრო გამარტივდება და დაჩქარდება. საქმე წინ წავა. მისი თქმით კაპიტალის ბაზრის მეტი ინსტრუმენტია საჭირო. დეპოზიტები კარგია, თუმცა არასაკმარისი.

საჭიროა კორპორატიული ობლიგაციების და სხვა ფასიანი ქაღალდების მიშველება, მათ შორის უძრავი ქონების. მან ემისიაში სააგენტოს 10%-იანი კვოტის 20%-მდე გაზრდის პოზიტივზეც აღნიშნა და შემდგომი გაზრდის იმედი გამოთქვა.