თბილისი (GBC) - სებ-ში რეგისტრაციაზე ზედამხედველის დასტური კიდევ ერთმა ციფრულმა საფულემ (VASP) მიიღო. რეგისტრაცია წარმატებით გაიარა დიჯიტალ ლეჯერ ტექნოლოჯიმ, რომელიც კრიპტალის ბრენდით ოპერირებს და რომლის პლატფორმა ასევე მოიცავს კრიპტობირჟას.
ამ დროისთვის სებ-ის გადაწყვეტილებას კიდევ 35 სუბიექტი ელოდება. ბაზაში უკვე 2 VASP-ია, კრიპტალი და ელ/საფულის (PSP) eMoney-ის შვილობილი MyCoins.
ციფრული საფულის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა აღნიშნული სეგმენტის ლეგალიზაციას ემსახურება. ადმინისტრირება რამდენიმე მილიარდიანი ბაზარს სრულად აღრიცხავს და მოცულობას დააზუსტებს.
კრიპტალში ტრეიდერების მაღალ აქტივობაზე აცხადებენ. ამ დროისთვის გარიგებები 30 დასახელების კრიპტოვალუტაშია შესაძლებელი. (წყარო: ბიზნესპარტნიორი)