თბილისი (GBC) - სილქ ბანკის აქციონერებმა კაპიტალი შეავსეს, 101 746 400 ლარამდე.

150 000 ცალი 100 ლარიანი აქციის ემისიით, კაპიტალის 15 მლნ ლარით გაზრდის გადაწვეტილება აქციონერებმა რიგგარეშე კრებაზე მიიღეს, თებერვალში.

განთავსებული კაპიტალის გაზრდის საჭიროებაზე აქციონერებს  ბანკის გენერალურმა დირექტორმა (კრების თავმჯდომარე) ალექსი ხოროშვილმა განუმარტა. უთხრა, რომ სებ-ის გარკვეული რეგულაციების დაკმაყოფილების მიზნით დადგა დღის წესრიგში.

კაპიტალის 99.99%-ის მფლობელებს (სს სილქ როუდ ჰოლდინგ მალტა (57.62%); შპს პარტომტა (35.667%); სს სილქ ჰოლდინგი (6.7%)) დირექტორის მინდობილი პირი მიხეილ ჭიღლაძე, დირექტორი გიორგი ჭიჭინაძე და დირექტორი ალექსი თოფურია წარმოადგენდნენ.

დადასტურდა, რომ აქციების ემისიით პირველად კაპიტალში ჩასართავი თანხა სრულად აკმაყოფილებს „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ სებ-ის დებულების 28-ე მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს:

ა) წარმოადგენს ყველაზე სუბორდინირებულ მოთხოვნას;

ბ) მასზე ვრცელდება მოთხოვნის უფლება, ლიკვიდაციისას, უპირატესი ვალდებულებების დაფარვის შემდეგ, დარჩენილ აქტივებზე გამოვებულ კაპიტალშის წილის პროპორციულად;

გ) ძირი თანხა უვადოა და არასდროს ნაზღაურდება, გარდა ლიკვიდაციისა;

ე) ნაწილდება განაწილებადი ელემენტებიდან (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით)

ვ) არ არსებობს განაილების სავალდებულო გარემოებები. შესაბამისად განაწილებულის თანხის გადაუხდელობა არ ითვლება დეფოლტად;

კ) განაღდებული თანხა ითვლება კაპიტალად, შესაბამნისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტით;..

Q1/2025-ის მდგომარეობით, სილქი ₾ 225.8 მლნ -ის აქტივებით, 132.6 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელით (საბაზრიოს წილი 0.24%)  არის წარმოდგენილი.

წყარო: BRG