თბილისი (GBC) - ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი აცხადებს, რომ პროცესების ჯეროვნად მართვას სებ-ი ახერხებს. მისი თქმით, 

სანქციები ისე იმართა, რომ არ შეუქმნია საფინანსო სექტორისთვის პრობლემა, - თურნავამ საზმაუზე (ბიზნესპარტნიორში) თქვა, რომ სანქციები ქვეყნის რისკფაქტორებში ნახსენებია, საერთაშორისო შეხვედრებისას.

კონკრეტული პრეცედენტები არსებობს, თუმცა ინვესტორები, სარეიტინგო სააგენტოები, დაინტერესებული ჯგუფები დარწმუნდნენ, რომ პროცესები ისე მიჰყავს ბანკებს და სებს რომ არ დაუზიანებია სისტემის სანდოობა. 

საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების სანქცირებაზე საუბრისას თურნავამ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი გამოთქვა. ასევე იმედოვნებს, რომ "კომბალივით მოქნეულ სანქციებს" აღარ იხილავს.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისთვის, აღნიშნული, რიგითი მოქალაქის გადასახედიდან მტკივნეულია, უსამართლობის შეგრძნება ეუფლება. ფიქრობს, რომ სანქციები დაუსაბუთებელია და წუხს რომ სანქცირებულებს თავის მართლების საშუალება არ აქვს (მექანიზმი არ ითვალისწინებს). ზედამხედველის სტატუსით საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა განუხრელად იცავს სანქციებს. 

თურნავამდე, კვალიფიციურმა და გავლენიანმა ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა თუ იურისტებმა დეტალურად განმარტეს მექანიზმი, თუ რამდენად დეტალური ანალიზი და შესწავლა უძღვის სანქცირების თითოეულ ქეისს.

არანაკლები, და ბევრად მეტი, ვიდრე იმ ამერიკულ ბანკს, რომელმაც საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა ქართულ ბანკში.  რაზეც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა, თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია ქვეყანაში მე-3 საკორესპონდენტო ბანკის შემოსვლა.

ეს შესაძლებელი გახდა მოლაპარაკების გახსნიდან წელიწადზე მეტის გასვლის შემდეგ. და მისი თქმით, ეს ადასტურებს საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობას. პოტენციური პარტნიორის რისკები იმგვარად შეფასდა, რომ საინვესტიციო მიმზიდველობა არ დაზიანდა.