თბილისი (GBC) – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირებასთან დაკავშირებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს განცხადების თანახმად, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ ღამით მართავს საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.