თბილისი (GBC) - 86 წლის ასაკში მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მანანას როლს ასრულებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს.
"აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას", - წერს შორენა მახარაძე Facebook-ზე.
ოჯახის ახლობლების თქმით, მსახიობს, გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.