თბილისი (GBC) – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“. "დასკვნა გადაეცემა პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მისაღებად და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით", - თქვა მან. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ.

„დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. დასკვნა გადაეცემა პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მისაღებად და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით. სპეკულაციების გამოსარიცხად “, - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის ომის საკითხზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მოსამსახურეები და მეთაურები.