თბილისი (GBC) – ჩინურმა კომპანიებმა მოხალისეთა საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნა დაიწყეს. სულ მცირე 16–მა უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ, მათ შორის რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელმა გიგანტმა საბრძოლო ქვედანაყოფები ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნა.

სახალხო შეიარაღებული ძალების სამმართველოდ ცნობილი ეს ქვედანაყოფები სამოქალაქო პირებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც პარალელურად მუდმივ სამსახურებში აგრძელებენ მუშაობას. ისინი ჩინეთის მსოფლიოში უდიდესი შეიარაღებული ძალების დამხმარე ძალებად გამოდიან და სხვადასხვა მისიის შესრულება შეუძლიათ – სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაცია, „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“ და არმიის მხარდაჭერა საომარ მდგომარეობაში.

ძალები, რომლებიც დღეს ჩინეთის ტერიტორიის მიღმა არ მოქმედებენ, უფრო ამერიკულ ეროვნულ გვარდიას გვანან, ვიდრე კერძო გასამხედროებულ ორგანიზაციებს, ძირითადად მემარჯვენე პოლიტიკური ორიენტაციით.