თბილისი (GBC) - რუსული კომპანიები, რომელთაც დასავლეთის ბაზარზე წვდომა შეეზღუდათ, თავისი ოფისების განთავსების ადგილად ჰონკონგს განიხილავენ. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

„მთელი რიგი მსხვილი, მათ შორის სახელმწიფო კომპანიები რუსეთიდან ცდილობენ ჰონკონგის იურიდიულ ფირმებთან თანამშრომლობას. მათი მიზანია შედარებით მეგობრულ იურისდიქციაში მოიკიდონ ფეხი, ვიდრე ეს არის ნიუ–იორკი და ლონდონი“, – თქვა ჰონკონგური იურიდიული კომპანიის ONC Lawyers მმართველმა პარტნიორმა შერმან იანმა.

ეს გარემოება აშშ–ს საგონებელში აგდებს. ვაშინგტონში ღელავენ იმის გამო, რომ „შავი სიიდან“ კომპანიებმა შესაძლოა ჰონკონგში ოფისების გახსნით სანქციებს აუარონ გვერდი.

თეთრი სახლი ჰონკონგს აფრთხილებს, რომ ქალაქის, როგორც ფინანსური ცენტრის რეპუტაცია საფრთხეშია.