თბილისი (GBC)- ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია კვლავ მაღალია. სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად, ბანკებში საცალო ანაბრების პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 64.3%-ია.

სებ-ის ინტერაქტიური მიმოხილვით, სავალუტო ანაბრების წლიური ზრდის ტემპი 1.1%-ს შეადგენს. ლარში კი პირიქით, ბოლო საანგარიშო მარტის თვის სტატისტიკით, ზრდის ტემპი 0.8 პროცენტული პუნქტით შენელდა.

ეროვნულ ვალუტაზე, ფიზიკური პირების გრძელვადიანი დეპოზიტების (ვადა: 5-დან,10 წლამდე) მხოლოდ 19% მოდის. საცალო მეანაბრეების 5-10 წლიანი დანაზოგი 51.3 მლნ ლარია. დანარჩენი >80% კი სავალუტო  ანაბრებია. 269 მლნ ლარიდან, 217 მლნ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარსა და ევროში).

სულ, საბანკო სექტორში, Q1/2024-ის მდგომარეობით, 14.2 მლრდ ლარი საცალო ანაბრებია განთავსებული.

ბანკების რეიტინგი ფიზიკური პირების დეპოზიტებით (ლარი)

   

საქართველოს ბანკი

12 767 800 000

თიბისი ბანკი

  9 831 112 000

ლიბერთი ბანკი

  1 791 778 000

ბაზისბანკი

  1 100 544 000

 

                   

წყარო: კომერციული ბანკები

(ბიზნესპარტნიორი)