თბილისი (GBC) – სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მის ქსელში პორტირებისას მომხმარებელს დამატებით სარგებელს სთავაზობს.

კერძოდ, პორტირებულ აბონენტებს, 12 თვის განმავლობაში, ყოველთვე საჩუქრად 1GB ინტერნეტთან და 100 წუთი ყველა ქსელზე  ერთად, დამატებით შეუძლიათ გაიაქტიურონ ულიმიტო პაკეტები სპეციალურ ფასად, პორტირებიდან 1 თვის განმავლობაში:

· ექნებათ ყველაფერი ულიმიტო – ზარები, SMS და ინტერნეტი ერთ პაკეტში მხოლოდ ₾20

· ულიმიტო მობილური ინტერნეტი მხოლოდ ₾16

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია აპლიკაციიდან MyCellfie და სელფის მაღაზიებში.

პორტირების დეტალები იხილეთ ვებგვერდზე.