კალაძემ დასრულებული კორპუსების ექსპლუატაციაში მისაღებად მონიტორინგის გ...
მუნიციპალიტეტის მიერ
შემუშავებული დროებითი
წესის ფარგლებში, ამჟამად
განხილვის პროცესშია 230
მრავალბინიანი
საცხოვრებელი კორპუსის
ექსპლუატაციაში მიღების
საკითხი, რომელიც 10 000-მდე
ოჯახს ეხება.„როგორც
მოგეხსენებათ სამშენებლო
საქმიანობის ხარისხის
კონტროლი და
ზედამხედველობა
უმნიშვნელოვანესი
პრიორიტეტია ჩვენთვის, მათ
შორის არის ქალაქში
მშენებლობადასრულებული
ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება და
სანებართვო პირობებთან
შესაბამისობის
დადასტურება.ამ კუთხით
წლების განმავლობაში
არსებობდა კონკრეტული
გამოწვევები, რაც
უკავშირდებოდა სხვადასხვა
არქიტექტურული დარღვევის
გამო მრავალბიანიანი
საცხოვრებელი სახლების
ექსპლუატაციაში მიღების
პრობლემას. აღნიშნული
პრობლემის გამო, ათასობით
ოჯახს, კეთილსინდისიერ
მესაკუთრეებს ექმნებოდათ
სირთულეები, ცხოვრობდნენ
უმძიმეს პირობებში, რადგან
მათი საცხოვრებელი
კორპუსი არ იყო
დასრულებული. ვინაიდან მათ
საკუთრებას არ ჰქონდა
დასრულებულის სტატუსი,
მრავალბინიან საცხოვრებელ
კორპუსებში ვერ იქმნებოდა
ბინამეთსაკუთრეთა
ამხანაგობები და
მესაკუთრეები ვერ
სარგებლობდნენ
მუნიციპალური პროგრამების
სიკეთეებით“, - განაცხადა
კახა კალაძემ.მისივე თქმით,
აღნიშნული პრობლემის
მოგვარების მიზნით,
მუნიციპალიტეტმა
შეიმუშავა მსგავსი
სამშენებლო ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღების
დროებითი წესი,
პარლამენტის მხარდაჭერით
განხორციელდა
საკანონმდებლო ცვლილება
და 2023 წლის 27 ივლისამდე
ხდებოდა განაცხადების
მიღება მსგავსი
ობიექტების
ექსპლუატაციაში
მიღებასთან
დაკავშირებით.მერის
ინფორმაციით, აღნიშნული
წესის ფარგლებში,
სახელმწიფოს მიერ
აკრედიტებული საექსპერტო
ბიუროების დასკვნებისა და
უსაფრთხოების ნორმების
დაცვით, ექსპლუატაციაში
უკვე მიღებულია 910
დასრულებული შენობა, 30 000-მდე
ოჯახმა (მესაკუთრემ) მიიღო
უფლებრივად უნაკლო ქონება
და შესაძლებლობა
ისარგებლონ
ბისათმესაკუთრეთა
ამხანაგობის პროგრამებით
და სხვა მუნიციპალური
სერვისებით.„ასევე,
დროებითი წესის ფარგლებში,
ამჟამად, განხილვის
პროცესშია 230
მრავალბინიანი
საცხოვრებელი კორპუსის
ექსპლუატაციაში მიღების
საკითხი, რომელიც ეხება 10
000-მდე ოჯახს (მესაკუთრეს).
ვინაიდან, აღნიშნულ
კორპუსების მცხოვრებლების
მხრიდან შემოვიდა არაერთი
თხოვნა, მინდა, დავავალო
მუნიციპალურ ინსპექციას,
მოსახლეობის თხოვნის
გათვალისწინებით,
პროცესის დაჩქარებისა და
აღნიშნული საცხოვრებელი
კორპუსების დროულად
ექსპლუატაციაში მიღების
მიზნით, გაატაროს
შესაბამისი ღონისძიებები,
მათ შორის, ადგილზე
ობიექტის შეფასების,
კანონდებლობით
წარმოსადგენი
დოკუმენტაციიის
მომზადების ხელშეწყობისა
და დამატებითი
კონსულტაციების კუთხით“, -
აღნიშნა კახა
კალაძემ.ამასთან,
დედაქალაქის მერის თქმით,
მუნიციპალიტეტმა
გაამკაცრა კანონმდებლობა
შენობების ექსპლუატაციაში
მიღებასთან დაკავშირებით,
რათა გაზრდილიყო ერთი
მხრივ, მშენებლობის
ხარისხი და მეორე მხრივ,
დაინტერესება და
მოტივაცია ნებართვის
მფლობელი სამშენებლო
კომპანიების/დაინტერესებული
პირების, დროულად
მოახდინონ
მშენებლობადასრულებული
ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღებაზე
მომართვა და სანებართვო
პირობების შესრულების
დადასტურება.„ამ
მიმართულებით გვაქვს
ხელშესახები შედეგები,
გაზრდილია როგორც
მომართვიანობა, ასევე
ექსპლუატაციაში მიღების
მაჩვენებელი. 2018 წლიდან
დღემდე მუნიციპალურმა
ინსპექციამ მოქმედი
კანონმდებლობის,
სამშენებლო ნორმების,
სტანდარტებისა და
სანებართვო პირობების
დაცვით აშენებული 7 000-მდე
შენობა მიიღო
ექსპლუატაციაში“, - აღნიშნა
თბილისის მერმა.კახა
კალაძემ თბილისის
მუნიციპალურ ინსპექციას
დაავალა, მესაკუთრეების
კანონიერი ინტერესების
დაცვის მიზნით, გაამკაცროს
მონიტორინგი და გაატაროს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული ყველა
ზომა იმ შემთხვევებზე,
როდესაც მშენებლობა
დასრულებულია და არ ხდება
დამკვეთის/კომპანიის
მხრიდან ვალდებულებების
სრულად და ჯეროვნად
შესრულება შენობების
ექსპლუატაციაში
მისაღებად.