თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სს „საქართველოს რკინიგზის“ ხარაგაულის რაიონის მოლითი-მარელისის ცვლის უფროსის ა.გ. დაკავებაზე აცხადებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს "რკინიგზის “კუთვნილი შპალების მიყიდვას დაჰპირდა,  რაშიც მოსთხოვა და გამოართვა ფული, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.