თბილისი (GBC) – მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანული ნავთობის Azeri Light ერთი ბარელის ფასი $10,89–ით, ანუ 8,33%-ით გაიზარდა და 141,68 დოლარს მიაღწია.
ვაჭრობის შედეგების თანახმად, Brent–ის მარკის ნავთობის ფასმა, ივნისში მიწოდების პირობით, ბარელზე $141,37 შეადგინა.
აზერბაიჯანული ნავთობის ფასი თურქეთის ჯეიჰანის პორტში, FOB პირობებით, 11,07 დოლარით ანუ 8,92%-ით გაიზარდა და ბარელზე 135,15 დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე წლისთვის ნავთობის ფასი 65 დოლარის დონეზეა გათვლილი.
Azeri Light-ის მინიმალური ფასი 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა ($15,81 ბარელზე), ხოლო მაქსიმალური – 2008 წლის ივლისში ($149,66 ბარელზე).