თბილისი (GBC) – recov.ge-ის მონაცემებით, 2025 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის მარტთან შედარებით, 5.7%-ით გაიზარდა და 1 233 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 4.9%-ით – $64 მილიონამდე გაიზარდა.

ბათუმში 2025 წლის მარტში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა. 

ამასთან, ბათუმში 2025 წლის მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,170 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22.5%-ით, კვ.მ.-ზე 1,149 აშშ დოლარამდე გაიზარდა.