თბილისი (GBC) - ყაზახური Freedom Holding Corp-ის მენეჯმენტი სებ-ის პრეზიდენტს შეხვდა. ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებს ნათია თურნავამ მაკროეკონომიკური გარემო და საფინანსო სექტორის ფინანსური მდგომარეობა გააცნო.

სების პრეზიდენტმა სტუმრებს უთხრა, რომ სექტორი მდგრადია, ბანკები ინარჩუნებენ კაპიტალისა და ლიკვიდურობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე ისაუბრა სების მიერ გატარებულ რეფორმებზე. 

Freedom Holding მსხვილი საცალო, საბროკერო და საინვესტიციო ბანკია ცენტრალური აზიაში. კლიენტებს  ტრადიციულ საბანკო პროდუქტებთან ერთად ინოვაციურ ფინანსურ სერვისებსაც სთავაზობს.

ჰოლდინგის სათაო ოფისი ყაზახეთშია. დაფუნებულია ნევადაში. დალისტულია საფონდო ბირჟაზე (Nasdaq Capital Market). ჰოლდინგი დაინტერესებულია საქართველოში ოპერირებით, საბანკო და საბროკერო სერვისების მიწოდების გზით. 

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე.

შეხვედრაში სების აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი და რეგულატორის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.