თბილისი (GBC) - PMC Research დასაქმების მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ 2024 წლის ივლისში Jobs.ge-ზე 8 568 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა თვესთან შედარებით 9.6%-ით მეტია. ამასთან, 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 46 409 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

PMC Research დასაქმების მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა.

ამასთან, 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5 პ.პ-ით შემცირებულია.

2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, 7 669 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.3%-ით მეტია.

2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, 10 830 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.

PMC Research დასაქმების მიმოხილვის თანახმად 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, 8 292 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ანაზღაურებადი სამსახურიდან ხელფასს სულ 981 ათასი ადამიანი იღებდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.