IDFI: “ქართუს” თანამშრომლებმა „ოცნებას“ 2024 წლის ზაფხულში და 2025 წლი...
„მსგავსი პრაქტიკა
შესაძლოა მიუთითებდეს
პოლიტიკური
შემოწირულებების
სანაცვლოდ სახელმწიფო
ბიუჯეტიდან კომპანიების
დაფინანსებას“, - აცხადებენ
IDFI-ში.GBC ინფორმაციის
თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტის
მიერ გამოქვეყნებულ
ანალიზს სრულად
გთავაზობთ:მმართველი
პოლიტიკური პარტიის
დაფინანსება საქართველოში
მრავალი წელია
ბიზნესისთვის სხვადასხვა
პრივილეგიის მიღებასთან
ასოცირდება. 2023 წლის ბოლოს
მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანების შესახებ
კანონში შეტანილი
ცვლილებებით ,
შემოწირულების
განხორციელება აეკრძალათ
იურიდიულ პირებს
(ცვლილებამდე დაშვებული
იყო 120,000 ლარიანი ლიმიტი),
ხოლო ფიზიკური პირის მიერ
წლის განმავლობაში
განხორციელებული
შემოწირულების ლიმიტი - 60,000
ლარი, არ შეცვლილა. ამასთან,
2023 წლიდან პოლიტიკური
დაფინანსების მონიტორინგი
აუდიტის სამსახურის
ნაცვლად, გადაიბარა ახლად
შექმნილმა
ანტიკორუფციულმა
სააგენტომ. IDFI წლების
განმავლობაში სწავლობდა
შემოწირულებების
კანონიერებას, მათ კავშირს
სახელმწიფო შესყიდვებთან
და სხვა სახის
პრივილეგიებთან. აღნიშნულ
კვლევაში გაგაცნობთ 2024-2025
წლებში მმართველი პარტიის
“ქართული ოცნების” მიერ
მიღებულ შემოწირულებებს,
შემომწირველების კავშირს
ბიზნესთან, თავად მმართველ
პარტიასთან, სახელმწიფო
შესყიდვების
კონტრაქტებთან და ამ
პროცესში გამოვლენილ
სხვადასხვა საეჭვო
გარემოებებს.2024-2025 წლებში
მმართველმა პარტიამ
შემოწირულების სახით
ჯამში 17.6 მილიონ ლარამდე
მიიღო. აქედან 15.6
მილიონამდე 2024 წელს, ხოლო
დარჩენილი 2 მილიონ ლარამდე
თანხა, 2025 წლის 3 თვეში.
ქართული ოცნების
შემომწირველებიდან 70-მა
ადამიანმა პარტიას
კანონით დაშვებული
მაქსიმუმი 60 ათასი ლარი
შესწირა, რამდენიმე
მათგანმა კი 2024 წელს
შეწირულობის ლიმიტი
ამოწურა და 2025 წლის
პირველივე თვეებში
ხელახლა შესწირა თანხა
მმართველ პარტიას.ერთ-ერთი
ასეთი შემომწირველი გივი
ლებანიძეა, სს „ბანკი
ქართუს“ გენერალური
დირექტორის
მოადგილე/ფინანსური
დირექტორი, და სს
„დაზღვევის კომპანია
ქართუს“ ფინანსური
დირექტორი. მან ქართულ
ოცნებას 2024 წლის აგვისტოში
50,000 ლარი შესწირა, ხოლო
არჩევნების შემდეგ, 2025 წლის
28 იანვარს - 60,000 ლარი.
ლებანიძე ქართუს
ერთადერთი თანამშრომელი
არ არის, რომელიც მმართველ
პარტიას დიდ თანხებს
სწირავს.ნიკოლოზ
ჩარკვიანმა, ქართუ ბანკის
ფინანსური დირექტორის
მოადგილემ, ლებანიძის
შემოწირულებიდან ერთ
დღეში, 2024 წლის აგვისტოში
ქართულ ოცნებას 30,000 ლარი
შესწირა, ხოლო 2025 წელის 28
იანვარს - 55,000 ლარი. იდენტურ
თარიღებში ქართულ ოცნებას
ჯერ 20,000 ხოლო მოგვიანებით 40,000
ლარი შესწირა ქართუ ბანკის
იურიდიული დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ
გულუამ.გენერალური
დირექტორის კიდევ ორმა
მოადგილემ, ზურაბ გოგუამ,
რომელიც ამავდროულად
კომერციული დირექტორიცაა,
იდენტური სტრატეგიით ჯერ
30,000, ხოლო მოგვიანებით 55,000
ლარის შემოწირულება
განახორციელა, ხოლო ბექა
კვარაცხელიამ, რომელიც
პარალელურად რისკების
დირექტორის თანამდებობას
იკავებს, ჯერ - 50,000 ხოლო
შემდეგ 55,000 ლარი
შესწირა.სამეთვალყურეო
საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო
ხაინდრავამ, მმართველი
პარტიის სასარგებლოდ 2024
წლის აგვისტოში 40,000 ლარი
შესწირა, ხოლო 2025 წლის
თებერვალში - 60,000
ლარი.გიორგი ტრიპოლსკიმ,
რომელიც 2024 წლიდან შპს
საბროკერო კომპანია ქართუ
ბროკერის დირექტორის
თანამდებობას იკავებს,
ხოლო მანამდე სავარაუდოდ
ქართუ ბანკში მუშაობდა, 2024
წლის აგვისტოში ქართულ
ოცნებას 20,000 ხოლო 2025 წლის 29
იანვარს 30,000 ლარი შესწირა.
იდენტურ თარიღებში 15,000 და 30,000
ლარის შემოწირულება
განახორციელა ქართუ
ბანკის ადამიანური
რესურსების ხელმძღვანელმა
ირინა მუსერიძემ. 2024 წლის 16
აგვისტოსა და 2025 წლის 30
იანვარს მმართველ პარტიას
20,000 და 30,000 ლარი შესწირა
ბაჩანა ძაგანიამ, რომელიც
მისი LinkedIn-ის პროფილის
თანახმად ქართუ ბანკის
ფინანსური დეპარტამენტის
უფროსის მოადგილეა.ბანკი
ქართუს დირექტორატის
ყოფილმა წევრებმა, გოჩა
ჩიკვილაძემ, რომელიც
ამჟამად ქართუ ჯგუფის
აღმასრულებელი
დირექტორია, და მანანა
ნადირაძემ 2024 წლის
აგვისტოში ოცნებას
შესაბამისად - 30,000 და 20,000 ლარი
შესწირეს, ხოლო 2025 წლის
დასაწყისში - 40,000 და 30,000 ლარი.
ზურაბ თევზაძემ, რომელიც 2012
წელს ქართუ ბანკის
ეკონომიკური ანალიზის
დეპარტამენტის დირექტორის
პოზიციას იკავებდა,
ამჟამად კი მისი ზუსტი
თანამდებობა საჯარო
წყაროებში არ იძებნება,
ჯამში 40,000 ლარის
შემოწირულება იმავე
თარიღებში განახორციელა.
გოჩა ჩიკვილაძე 2023 წლის
მონაცემებითაც ქართუ
ჯგუფის დირექტორი იყო, ხოლო
მანანა ნადირაძის და ზურაბ
თევზაძის "ქართუში"
დასაქმების ბოლო საჯარო
ცნობები 2012 წლით თარიღდება.
მიუხედავად, ამისა ისინი
შემდგომ წლებშიც ქართუს
სხვა თანამშრომლებთან
ერთად კოორდინირებულად
ახორციელებდნენ
შემოწირულობებს ქართული
ოცნებისთვის. მაგალითად,
ზურაბ თევზაძეს მმართველი
პარტიისთვის 2014 წლიდან
დღემდე 141,300 ლარი აქვს
შეწირული, ხოლო მანანა
ნადირაძეს - 299,270 ლარი.მხოლოდ
ჩვენს მიერ
იდენტიფიცირებული ქართუს
მოქმედი და ყოფილი
თანამშრომლებისგან
ქართულმა ოცნებამ 2024 წლის
ზაფხულში და 2025 წლის
დასაწყისში 850,000 ლარის
შემოწირულება მიიღო.
მსგავსი სქემა იკვეთება
სხვა წლებშიც. სხვადასხვა
პირის მიერ შემოწირულების
განხორციელების დროში
დამთხვევა და ერთნაირი
სტრატეგია, აჩენს ეჭვს, რომ
შესაძლოა აღნიშნული
თანხები ბიძინა
ივანიშვილის ქართუ ბანკის
თანამშრომლებს
ორგანიზებულად
გადაეცემოდეთ, მესამე
პირის მეშვეობით
შემოწირულების
განსახორციელებლად, რაც
საქართველოს კანონით
პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ
აკრძალულ შემოწირულებად
ითვლება, ითვალისწინებს
თანხების ბიუჯეტში
გადამისამართებას, ხოლო
სამართალდამრღვევი
პირების მიმართ შესაბამის
პასუხისმგებლობას. 2012
წლიდან დღემდე აღნიშნულ
პირებს ჯამურად ქართული
ოცნების პოლიტიკური
დაფინანსებისთვის 3 მილიონ
ლარზე მეტი აქვთ შეწირული
(საზოგადოებრივი მოძრაობა
ქართული ოცნება, პარტია
ქართული ოცნება და 2018 წლის
საპრეზიდენტო არჩევნებზე
ოცნების მიერ
მხარდაჭერილი კანდიდატი -
სალომე
ზურაბიშვილი).გასული
წლების წინასაარჩევნო
პერიოდში განხორციელებული
სახელმწიფო შესყიდვების
მონიტორინგის შედეგები
ნათლად აჩვენებდა, რომ
მმართველი პარტიის
შემომწირველი კომპანიების
დიდი ნაწილი მილიონობით
ლარით ტენდერებს იგებდა
ან/და სარგებლობდა
სხვადასხვა სახელმწიფო
პროგრამის დაფინანსებით.
ეს ტენდენცია წელსაც
მკაფიოდ გრძელდება, კერძოდ,
ქართული ოცნების
შემომწირველები კვლავ
იგებენ მილიონობით ლარის
ტენდერებს. საილუსტრაციოდ
წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ
იდენტიფიცირებულ
რამდენიმე შემთხვევას,
როცა 2024 წლის არჩევნებზე
მმართველი პარტიის
დაფინანსების შემდეგ,
კომპანიამ მიიღო
გამარტივებული შესყიდვის
ხელშეკრულებები ან მოიგო
ტენდერები.შემთხვევა
#1ქართულ ოცნებას 2024 წლის
მარტში 10,000 და აპრილში 40,000
ლარი, ჯამურად 50,000 ლარი
შესწირა სერგო ხაბულიანმა.
2024 წლის აგვისტოში კი, იმავე
პარტიის სასარგებლოდ 58,000
ათასი ლარის ოდენობით
შემოწირულება
განახორციელა სერგო
ხაბულიანის შვილმა, ბექა
ხაბულიანმა.ბექა
ხაბულიანი შპს ცეკურის
მეწილეა მამასთან ერთად და
მისი დირექტორის
თანამდებობასაც იკავებს.
კომპანიამ 2025 წლის 3,5 თვეში 12
მილიონ ლარამდე
ღირებულების სახელმწიფო
ტენდერებში
გაიმარჯვა.ქართულ ოცნებას
2024 წლის 2 აგვისტოს 44,000 ლარი
შესწირა ბექა ხაბულიანის
ბიზნესპარტნიორმა ნიკოლოზ
ჩაჩხიანმაც, რომელთან
ერთადაც ის კომპანია
ხვამლს ფლობს. ჩაჩხიანის
კიდევ ერთმა კომპანიამ, ნიუ
ლოგისტიკ გრუპმა მხოლოდ 2024
წელს 1,8 მილიონ ლარამდე
ღირებულების სახელმწიფო
შესყიდვაში უკონკურენტოდ
გაიმარჯვა. შედარებისთვის,
2023 წელს კომპანიის მიერ
მოგებული ტენდერების
ღირებულება 50,000 ლარამდე იყო.
ხაბულიანისა და ჩაჩხიანის
ნაწილობრივ საკუთრებაში
არსებული კომპანია
ჯონოული 1, რომელიც ცაგერში
ჰიდროელექტროსადგურს
ფლობს და ელექტროენერგიას
აწარმოებს, სემეკმა 2021 და 2023
წლებში ორჯერ ჯამში 15,000
ლარით დააჯარიმა
ფინანსური ანგარიშების არ
წარმოდგენისა და
არასწორად წარმოდგენის
გამო. უცნობია შეასრულა თუ
არა კომპანიამ
ვალდებულება, მანამდე
ჰიდროელექტროსადგურის
ექსპლუატაციაში მიღების
ვადაგადაცილებისათვის
მიღებული ჯარიმა,
მთავრობის 2018 წლის
განკარგულებით კომპანიას
ჩამოეწერა.შემთხვევა
#2გიორგი რუბაშვილმა ქართულ
ოცნებას 2024 წლის
სექტემბერში პირველად
შესწირა თანხა 20,000 ლარის
ოდენობით. შეწირვის შემდეგ
რუბაშვილის კომპანია შპს
ქართლმა 7 მილიონამდე ლარის
ღირებულების 2 ტენდერში
გაიმარჯვა, მათ შორის
ერთ-ერთი 6 მილიონ ლარზე
მეტი ღირებულების
ხელშეკრულება 2025 წლის 27
თებერვალს გაუფორმდა
ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებული
გამწვანებული
ტერიტორიების
აღდგენა-მოწყობის
სამუშაოების სახელმწიფო
შესყიდვის ფარგლებში.
სამუშაოები ეტაპობრივად,
შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად შესრულდება.
სახელმწიფო შესყიდვის
მეორე ხელშეკრულება,
რომლის ღირებულება 650,000
ლარამდეა შპს ქართლს 2025
წლის 14 თებერვალს
გაუფორმდა ბორჯომის
მუნიციპალიტეტში ნ.
ნიკოლაძის ქ.#4-ში საყრდენი
კედლის მოწყობისათვის. 2025
წლის თებერვალში
ხელშეკრულებაში ცვლილება
შევიდა და სამუშაოების
დაწყების ვადა კომპანიის
მოთხოვნით, უამინდობის
მიზეზით
გახანგრძლივდა.შემთხვევა
#32024 წლის სექტემბერში
მმართველ პარტიას 56,000 ლარი
შესწირა რომან
აბრამიშვილმა. ის 2012 წელს
ნაციონალური მოძრაობის
შემომწირველი იყო, 2018
წლიდან კი, ქართული ოცნების
აქტიური
დამფინანსებელია.თანხის
შეწირვის შემდეგ
აბარამიშვილის კომპანიას
შპს გ & კ ტექნოლოგის 2025 წლის
ოქტომბერში 1 მილიონ
ლარამდე, ხოლო 2025 წლის
თებერვალში 2 მილიონ
ლარამდე ღირებულების
სახელმწიფო შესყიდვის
ხელშეკრულება გაუფორმა
შპს საქართველოს
მელიორაციამ, ჯამურად 3
მილიონ ლარამდე
ღირებულების 2 ტენდერის
ფარგლებში.. ორივე მათგანი
ერთი შემსყიდველისგანაა
და კომპანიას ევალება
მაგისტრალურ არხში წყლის
მიწოდების გაუმჯობესების
ღონისძიებების
(მილსადენის მოწყობა) და
ნაპირდამცავი
ღონისძიებების მოწყობის
პროექტირება-მშენებლობა.2025
წლის იანვარში შპს გ & კ
ტექნოლოგიმ მიიღო
ლიცენზია ახმეტის
მუნიციპალიტეტში, ქვემო
ალვანის და ოჟიოს
ადმინისტრაციული ერთეულის
ტერიტორაზე, მდ. ალაზანზე,
,,ქვემო ალვანის’’
ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე 5
წლის ვადით. კომპანია 2006
(განახლდა 2019-ში) და 2023 წელს
მიღებული ლიცენზიებით
ასევე ფლობს ბოლნისის
მუნიციპალიტეტში
რატევანის
ადმინისტრაციული ერთეულის
ტერიტორიაზე, მდ.
მაშავერაზე ქვა-ხრშის
მოპოვების ლიცენზიებს.შპს
გ & კ ტექნოლოგის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ტენდერების გზით 81 499 154 ლარი
აქვს მიღებული.
აბრამიშვილის კომპანიები
სარგებლობენ სახელმწიფო
აგრო-პროგრამებითაც,
კერძოდ შპს ნუში იმირის
სასოფლო-სამეურნეო
მექანიზაციის
თანადაფინანსების
სახელმწიფო პროგრამით 2021
წელს 54,305 ლარი აქვს
მიღებული, ამავე წელს
შეღავათიანი აგროკრედიტით
444,792 ლარი და “დანერგე
მომავალი” პროგრამით 162,883
ლარი. 2024 წელს კომპანიამ
კვლავ ისარგებლა
სასოფლო-სამეურნეო
მექანიზაციის
თანადაფინანსების
სახელმწიფო პროგრამით და
36,090 ლარი მიიღო.
აბრამიშვილის კიდევ ერთ
კომპანიას შპს კაკალი
იმირის შეღავათიანი
აგროკრედიტით 2021 წელს 174,957
ლარი აქვს მიღებული. მისი
კომპანიები მონაწილეობენ
სახელმწიფო პრივატიზების
პროცესშიც. მის
მფლობელობაში არსებულ 3
კომპანიას ამ პროგრამით
მარნეულში 3-ჯერ აქვს მიწა
შეძენილი: შპს გ & კ
ტექნოლოგიმ 674,300 ლარად
მარნეულში საკონსერვო
ქარხნის მიმდებარე
ტერიტორია 2020 წელს შეიძინა.
2024 წელს, კი ასევე მარნეულში
7808 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და
მასზე არსებული
შენობა-ნაგებობა 41,000 ლარად
იყიდა. შპს ნუში იმირმა კი 2023
წელს მარნეულში მდებარე, 8183
კვ.მ და 5753 კვ.მ
სასოფლო-სამეურნეო
(სახნავი) დანიშნულების
მიწის ნაკვეთები რომელთა
ჯამური საწყისი ფასი 26,500
ლარი იყო, 8000 ლარად
იყიდა.შემთხვევა
#4ალექსანდრე
ალიბეგაშვილმა 2024 წელს
ქართულ ოცნებას 5,000 ლარი
შესწირა. ამავდროულად ის 2022
წელს შექმნილი კომპანია
შპს ნიცა და კომპანიას
დამფუძნებელი და
დირექტორია. თანხის
შეწირვის შემდეგ
კომპანიამ 2024 წლის
დეკემბერში მიიღო 3,900 ლარის
ღირებულების
გამარტივებული შესყიდვის
ხელშეკრულება, პირველი
გამარტივებული შესყიდვის
ხელშეკრულება, რომლის
ღირებულება 6,000 ლარამდეა
კომპანიას 2024 წლის
თებერვალში ჰქონდა
მიღებული. ორივე
შემთხვევაში შემსყიდველი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის
კეთილმოწყობის სამსახურია
პარალელურად, კომპანიამ
თანხის შეწირვიდან 2 თვეში,
2024 წლის ნოემბერში მეორედ
მოიგო ყაზბეგის
მუნიციპალიტეტეტის 132,000
ლარის ღირებულების
ტენდერი. ამჟამად შპს ნიცა
და კომპანია მონაწილეობს
ამავე შემსყიდველის მიერ
გამოცხადებულ 285,555 ლარიან
ტენდერში, სადაც ის
ერთადერთი პრეტედენტია და
ამავე ღირებულების
შეთავაზება აქვს
წარდგენილი (ფასის კლება არ
ფიქსირდება). მანამდე ის
სხვა კომპანიის სახელით
(შპს ეს არ ჯი) მილიონობით
ლარის ღირებულების
ტენდერებს იგებდა, თუმცა
შესყიდვების სისტემის
მიხედვით, აღნიშნული
კომპანია 2021 წლის შემდეგ
ტენდერებში მონაწილეობას
აღარ იღებს. კომპანია
ყაზბეგის
მუნიციპალიტეტში, დაბა
სტეფანწმინდაში იყო
რეგისტრირებული, ისევე
როგორც თავად ალექსანდრე
ალიბეგაშვილი. მოგებული
ტენდერების უმეტესობა კი
სწორედ ყაზბეგის
მუნიციპალიტეტის მიერ იყო
გამოცხადებული და
კომპანიას კონკურენტი არ
ჰყოლია.შემთხვევა #5თენგიზ
ტაბატაძემ 2024 წელს მმართველ
პარტიას პირველად შესწირა
15,000 ლარი, რის შემდეგაც, 2024
წლის სექტემბრიდან 2025 წლის
აპრილის ჩათვლით მის
კომპანიას, შპს ნიკალას 33,000
ლარამდე ღირებულების
გამარტივებული შესყიდვის
შელშეკრულება გაუფორმდა.
ამავე პერიოდში მისმა
მეორე კომპანიამ, შპს
ჩანკომ კი 20,000 ლარამდე
ღირებულების
გამარტივებული შესყიდვის
ხელშეკრულება
მიიღო.შემთხვევა #62024 წლის
1-ელ ოქტომბერს ზაზა
კეჭეყმაძემ ქართულ
ოცნებას 10,000 ლარი შესწირა,
რის შემდეგაც მისმა
კომპანიამ შპს ავტო
პიქსელი 16,000 ლარამდე
გამარტივებული შესყიდვის
ხელშეკრულება მიიღო. ყველა
მათგანი ბაკურიანის
განვითარების
სააგენტოსგან,
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
შეკეთებისთვის. მეორე
კომპანიამ შპს არჩევანი -
10,000 ლარამდე, ხოლო მესამე
კომპანიამ თქვენი
მშენებელი - 20,000
ლარამდე.ჩამოთვლილ ექვს
შემთხვევაში მოცემულმა
ფიზიკურმა პირებმა 2024 წლის
არჩევნებისათვის მმართველ
პარტიას ჯამურად 258,000 ლარი
შესწირეს. 2024 წლის
არჩევნების შემდეგ, მათი
სხვადასხვა კომპანიების
მიერ მოგებულმა
ტენდერების ჯამურმა
ღირებულებამ 23 მილიონ
ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო
გამარტივებული შესყიდვის
ხელშეკრულებების
ღირებულებამ - 110,000
ლარამდე.დასკვნაანალიზის
შედეგად გამოიკვეთა, რომ
ზოგიერთ შემთხვევაში
“ქართუსთან”
დაკავშირებული ფიზიკური
პირები, სავარაუდოდ
ორგანიზებულად, ერთსა და
იმავე დროს, სწირავენ დიდი
რაოდენობის თანხებს
მმართველ პარტიას, რითაც
შესაძლოა თავს არიდებენ
კანონით დადგენილ
აკრძალვებს. მას შემდეგ რაც
იურიდიული პირის მხრიდან
შემოწირულება კანონით
აიკრძალა, განსაკუთრებით
აქტუალურია ერთ
პირთან/კომპანიასთან
დაკავშირებული რამდენიმე
ფიზიკური პირის მიერ
თანხების შეწირვა, ისე, რომ
კანონის ფორმალური
მოთხოვნა დარღვეული არ
არის, თუმცა კანონის
მიზნებს შესაძლოა
ეწინააღმდეგებოდეს.კომპანიები,
რომლებთანაც
შემომწირველები არიან
დაკავშირებულნი დიდი
რაოდენობით გამარტივებული
შესყიდვის ხელშეკრულებებს
უკონკურენტოდ იღებენ,
ასევე ხშირად იმარჯვებენ
ელექტრონულ ტენდერებში.
მსგავსი პრაქტიკა
შესაძლოა მიუთითებდეს
პოლიტიკური
შემოწირულებების
სანაცვლოდ სახელმწიფო
ბიუჯეტიდან კომპანიების
დაფინანსებას.საყურადღებოა
დამკვიდრებული პრაქტიკა,
როცა ერთ კომპანიასთან
დაკავშირებული ათეულობით
პიროვნება მმართველ
პარტიას დროის ერთ
მონაკვეთში სწირავს
თანხებს. ასეთი რამდენიმე
შემთხვევის
იდენტიფიცირება IDFI-იმ გასულ
წლებშიც შეძლო და
შესაბამისი მოკვლევის
მიზნით მაშინდელ
საზედამხედველო ორგანოს,
აუდიტის სამსახურსაც
მიმართა. რადგან მოკვლევის
შედეგად მსგავსი
ორგანიზებული ქმედება
დარღვევად არ ჩაითვალა,
მმართველ პარტიასთან
დაკავშირებული თუ
სახელმწიფო ტენდერების
კონტრაქტების მიმღები
კომპანიები კვლავ
იყენებენ მმართველი
პარტიის დაფინანსების ამ
გზას, რაც შესაძლოა
წარმოადგენს კანონის
გვერდის ავლის ნათელ
მაგალითს.
1745498847