თბილისი (GBC) - სებ-ის ინფორმაციით, ბაზისბანკის მიერ ლიბერთის 96%-მდე აქციების შეძენა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს კონკურენციას.
სებ-ის კონკურენციის კომიტეტის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, აქციების შეძენის შემდეგ ლიბერთი, არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით განაგრძობს მუშაობას, „ბაზისბანკის“ შვილობილის სტატუსით. შერწმის პროცესი 9-12 თვე გასტანს.
სებ-ის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბაზისბანკის და ლიბერთის ძირითადი შემოსავალი დაკრედიტებიდან მიღებულია. გამსხვილების შემდეგ საბაზრო წილი 10.2%-ს არ გადააჭარბებს.
სამართლებრივი რეგულირებით 15%-მდე კონცენტრაცია მისაღებია. სებ-ის ინფორმაციით, კოეფიციენტი (ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი) იზრდება მხოლოდ 50.5 ერთეულით, რაც დასაშვებ ცვლილებად მიიჩნევა.
მხარეებმა გამსხვილებაზე მარეგულირებელს 8 ივლისს მიმართეს.