თბილისი (GBC) - განვადებებში უიმედო სესხების წილი ივლისში 2%-მდე გაიზარდა (01.07.2025 – 1.8%). თუმცა,  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1 პ.პ.-ით არის შემცირებული ( 01.08.2024 – 3%).

2018-2019-ის რეგულაციების შემდეგ, აღნიშნული სესხების მასშტაბური გაპრობლემება აღარ აღინიშნება. რეგულაციებმა, რაც ჭარბვალიანობასთან ბრძოლის კამპანიით, თითქოსდა მომხმარებლის დაცვას ემსახურებოდა, შედეგი გამოიღო. მცირე და საშუალო შემოსავლიენებიდან სესხზე ხელი უფრო ნაკლებს მიუწვდება.

ბანკების პორტფელში განვადებების მოცულობა გაზრდილია, 516.4 მლნ ლარამდე (01.08.2024 - 422.მლნ). 

უმოქმედო სესხები (განვადება) 

 

01.08.2025

01.08.2024

01.08.2023

₾არი

11 228 687

13 263 316

12 862 297

წყარო: სებ-ი & BRG

 

 ბანკები განვადებებით

 

 

 Q2/2025

 Q1/2025

 

მლნ ₾

მლნ ₾

 1

კრედო

270

259

 2

საქართველოს ბანკი

156.5

148

 3

თიბისი              

107.4

106

 4

ლიბერთი

12.08

12.1

წყარო: სებ-ი და კომერციული ბანკები