თბილისი (GBC) - საბანკო სექტორში დეპოზიტები წლიურად (Y.Y) 20.45% -ით გაიზარდა, 77.44 მლრდ ლარამდე. სექტემბერში ვადიანი ანაბრები გაზრდილია 590.2 მილიონით, მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.23 მილიარდით.
მთლიანი პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი 57.04%-ია (L/Y - 50.77%). დოლარიზაცია შემცირებულია, 43%-მდე, თუმცა თუ მთავრობის 7.1 მლრდ-იან პორტფელის გამოვრიცხავთ, 47%-ს აღემატება.
სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.10% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.66% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%.
