თბილისი (GBC) - სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი ვითარებამ სებ-ს საერთაშორისო რეზერვების შევსების შესაძლებლობა მისცა. სექტემბერში ცენტრალური ბანკის წმინდა შესყიდვებმა Bmatch პლატფორმაზე $248.5 მლნ შეადგინა.
შედეგად, მოცულობამ $8.17 მლრდ-ს მიაღწია, რაც სებ-ის შეფასებით ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სებ-მა სულ $3,37 მლრდ შეისყიდა (წმინდა).
Bmatch-ზე სებ-ის 9 თვის სავალუტო ინტერვენციების დინამიკა თვეების მიხედვით:
- იანვარი: წმინდა შესყიდვა - $86.6 მლნ
- თებერვალი: წმინდა შესყიდვა - $429.3 მლნ
- მარტი: წმინდა გაყიდვა - $16.2 მლნ
- აპრილი: წმინდა შესყიდვა - $333.3 მლნ
- მაისი: წმინდა შესყიდვა - $632.9 მლნ
- ივნისი: წმინდა შესყიდვა - $612.6 მლნ
- ივლისი: წმინდა შესყიდვა - $488.2 მლნ
- აგვისტო: წმინდა შესყიდვა - $555.6 მლნ
- სექტემბერი: წმინდა შესყიდვა - $248.5 მლნ
ოქტომბრის განახლებულ მონაცემები 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.
