თბილისი (GBC) - ევროკრედიტმა საკრედიტო პორტფელი II კვარტალში 10 მლნ-ით გაზარდა და წლის I ნახევარი ₾86 მლნ-მდე დაბანდებით დახურა.
საანგარიშო კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოსავალი 8 მლნ-ით გაზრდილია (Q1/2024 – 7.3 მლნ, + 1.3%Q.Q). საპროცენტო შემოსავლის (15.3 მლნ ) 89% ლომბარდიდან ამონაგებია.
მისოს ავტოსესხის რამდენიმე შეთავაზება აქვს. სესხი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის უზრუნველყოფით ; შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით; გირაოში ასევე იდებს განუბაჟებელსაც. ევროკრედიტში დაფინანსება სკუტერის უზრუნველყოფითაც არის ხელმისაწვდომი.
სესხის 6 წლამდე ვადით გაიცემა, ეფექტური 50%-მდე განაკვეთით, დამტკიცების საკომისიო 4%-მდეა, გირავნობის რეგისტრაციის საფასური 150 -280 ლარამდე.
მისოს ნახევარწლიური ანგარიშით, II კვარტალში 3,1 მლნ ლარის მოგება მიიღო. 6 თვის წმინდა მოგება კი 6 მლნ ლარამდეა.
H1/2025 |
Q1/2025 |
|
აქტივები |
85 884 300 |
74,650,703 |
სესხები |
80 700 000 |
75,768,821 |
შემოსავლები (სა%) |
15 133 625 |
7,357,118 |
მ.შ.ლომბარდიდან |
13 457 120 |
6,550,060 |
პერსონალის ხარჯი |
2 946 300 |
1,565,643 |
წმინდა მოგება |
5 923 200 |
2,838,415 |
წყარო: „ევრო კრედიტი“