თბილისი (GBC) - ჰორეკა სექტორში პრობლემური სესხები იზრდება. 

სების სტატისტიკით, Q1/2026- ის მდგომარეობით, კაფე-რესტორნებისთვის გაცემულ სესხებში 8%-ია აშშ დოლარში გაპრობლემებული (L/Y - 6.3%) და 3.4%-ის ფარგლებშია ლარში (L/Y - 4.6%).

უმოქმედო კრედიტების წილი ლარში და ასევე ევროში შემცირებულია. თუმცა ევროზონის ვალუტაში კლება ევროდაკრედიტების კლების ხარჯზეა.

კაფე-რესტორნების და სწრაფი კვების ობიექტებისთვის, ლარში, დოლარსა და ევროში ბანკების გაცემული მილიარდ ლარამდე სესხებიდან 54 მლნ-ზე მეტი გაპრობლემებული რჩება..

აშშ დოლარში დენომინირებული სესხებიდან, 16.6 მლნ ლარის ეკვივალენტი პრობლემურია.

  

 

Q1/2026

Q1/2025

GEL

3,4%

4,6%

USD

8,0%

6,3%

 EUR

6,6%

7,3%

                        GEL

12 710 471

13 486 479

                        USD

16 620 533

11 358 878

                        EUR

19 442 699

19 338 139

  წილი%/მოც₾ წილი/მოც