თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $8.13 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $2.43 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 21.1%-ით), ხოლო იმპორტი $5.69 მლრდ-ს (შემცირდა 4.9%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აპრილში $3.25 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.
2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ყირგიზეთი ($272.8 მლნ)
- ჩინეთი ($255.1 მლნ)
- აზერბაიჯანი ($211.3 მლნ)
2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
- თურქეთი ($903.1 მლნ)
- რუსეთი ($766.3 მლნ)
- ჩინეთი ($678.2 მლნ)
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
- თურქეთი ($1.09 მლრდ)
- რუსეთი ($965.7 მლნ)
- ჩინეთი ($933.3 მლნ)
2026 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $537.4 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 22%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $324.1 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 13.3%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $225.1 მლნ-ით (9.2%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $925.9 მლნ და მთელი იმპორტის 16.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $471.3 მლნ-ით (იმპორტის 8.3%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები $254.1 მლნ-ით (იმპორტის 4.5%).