თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია დაამტკიცა.

დოკუმენტი განსაზღვრავს საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულებებს, ასევე, შეფასების ინდიკატორებსა და მონიტორინგს.

გათვალისწინებულია თემატური შემოწმებები, რომ სექტორში არსებულ გამოწვევები და გასაუმჯობესებელ საკითხები გამოჩნდეს. საბაზრო ქცევა მოეთხოვება  საბანკო, მიკროსაბანკო, მიკროსაფინანსო სექტორის  ოპერატორებს. ასევე სესხის გამცემ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს. მოთხოვნები არ ვრცელდება, ციფრულ ბანკებზე. ვასპებსა და PSP -ზე (ციფრულ და ელექტრონულ საფულეზე).

  

ჩარჩოს მიღმა, შემუშავდება გზამკვლევები და რეკომენდაციები კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისთვის. დოკუმენტი ყოველ 3 წელში განახლდება. გადაიხედება პრიორიტეტები და საჭიროებისამებრ შევა ცვლილებები.