თბილისი (GBC) - სების ვიცე-პრეზიდენტმა პოლონეთის ეროვნული ბანკის მხარდაჭერილი პროექტები პოლონელ კოლეგებთან განიხილა. მ.შ. ტვინინგის პროგრამა, რომელიც სების გაძლიერებას ემსახურებოდა  ზედამხედველობის და საგადახდო სფეროში.

შედეგად დაინერგა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რამაც SEPA-ში (ერთიანი ევროგადახდების სივრცე) საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა გააჩინა.

ეკატერინე გალდავამ პოლონეთში ვიზიტისას  საგადახდო სისტემების და პროექტების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად ევროპის კლირინგის სახლების ასოციაციის (EACHA) ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ევროპის 29 ქვეყნის საგადახდო სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.

განიხილეს მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები. აღნიშნეს ხელოვნური ინტელექტის როლზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემებში, რაც ხელს უწყობს გადახდებთან დაკავშირებული თაღლითობის გამოვლენის და პრევენციის ეფექტიანობას.

ევროპის კლირინგის სახლების ასოციაციის წევრი, სები 2023 წლიდანაა. ასოციაციის მიზანი ევროკავშირის საგადახდო ეკოსისტემაში ცვლილებების, სტრატეგიული ინიციატივების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.

ასოციაცია ყოველწლიურად მართავს ფორუმს, ხოლო წელიწადში ორჯერ პლენარული სხდომებს, რომლებშიც სების საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე მონაწილეობს.