თბილისი (GBC) - სებმა “სილქ ბანკი” 20 000 ლარით დააჯარიმა. ეს ამ წელს,  AML / CFT საზედამხედველო ნორმების დარღვევისთვის სილქის პირველი სანქცირებაა.

მიზეზი, სების გამოთხოვილი დოკუმენტაციის  არასწორად წარმოდგენის 4 შემთხვევა გახდა.

წელს,"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის საფუძველზე 4 კომერციული ბანკია დაჯარიმებული (ციფრული "პეისერა”, “ზირაათ ბანკი” და “იშბანკი "), საერთო მოცულობით  ₾116 000.

სებ-ის ინფორმაციით, 2024 წელს 2, საქართველოს ბანკი და ბაზისბანკი დააჯარიმა (მოცულობა 127 800 ლარი)