თბილისი (GBC) - ყოფილი HUMO-ს გადახდის სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელი შუხრატბეკ კურბანოვი TBC Bank-ში გადავიდა.

შუხრატბეკ კურბანოვი, რომელიც ეროვნულ ბანკთაშორის საგადამხდელო ცენტრს (HUMO-ს გადახდის სისტემის ოპერატორი) ხელმძღვანელობდა, უზბეკეთში, TBC ბანკის მმართველობის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა ბიზნეს-სეგმენტის გადახდების განვითარებისა და მომსახურების საკითხებში.

TBC ბანკში აღნიშნავენ, რომ ეს ტრანსფერი კიდევ ერთი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME) ფინანსური მომსახურებების განვითარების გზაზე უზბეკეთში.

„მოხარულები ვართ, რომ შუხრატბეკ კურბანოვი შეუერთდა ჩვენს გუნდს. მისი დანიშვნა მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიის სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს კომპლექსური ფინანსური გადაწყვეტების შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად უზბეკეთში. შუხრატბეკის გამოცდილება, ბაზრის ღრმა ცოდნა და ავტორიტეტი ხელს შეუწყობს ონლაინ საბანკო სერვისების განვითარებას და მეწარმეობის ხელშეწყობას ქვეყანაში“, — აღნიშნა TBC Uzbekistan-ის CEO-მ ნიკა კურდიანმა.

„მოხარული ვარ, რომ ვხდები TBC Uzbekistan-ის ეკოსისტემის ნაწილი — რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ცენტრალურ აზიაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პირობები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის თანამედროვე ფინანსური გადაწყვეტების, ტექნოლოგიებისა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული მუშაობის საშუალებით“, — განაცხადა შუხრატბეკ კურბანოვმა. 

ინფორმაციას TBC Uzbekistan ავრცელებს.