თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.
საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლისთვის განკუთვნილი კამპანიის ფარგლებში. თუ ის გაიგზავნის გზავნილს (საკუთარ თავს გაუგზავნის) ან გაანაღდებს თანხას ინტერნეტ ან მობილბანკით, ყოველდღიურად ₾1 000, ხოლო კამპანიის ბოლოს კი 10,000 ლარის მოგებას შეძლებს.
თითოეული მიღებული 150 ლარი, გათამაშების 1 ბილეთს ნიშნავს, (მაგ. თუ გზავნილით 450 ლარს მიიღებთ, 3 ბილეთს დააგროვებთ).
20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარე აქციაში მხოლოდ ბანკის მომხმარებელი ერთვება.
კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღნიშნული კამპანიის გარდა, საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში გაორმაგებული გზავნილების კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყოველი 30 000-ე გზავნილის გამნაღდებელს შესაძლებლობა აქვს მიღებული გზავნილი გაიორმაგოს.
ამასთანავე, საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გზავნილის მიღებისას, გზავნილის დაკონვერტებაა შესაძლებელი სტანდარტულთან შედარებით უკეთესი კურსით.