თბილისი (GBC) - საქსტატის გამოკვლევის მიხედვით, 2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა ₾228.7 მლნ შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები (68%) შეადგენდა, ხოლო 32%-ს - ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 80.2% ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 72.6% საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 27.4% კი – ადგილობრივ გზავნილებზე.

ამასთან, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 11.7% წერილობით კორესპოდენციებზე მოდიოდა, რომლის 44% საერთაშორისო იყო, ხოლო 56% – ადგილობრივი.